Home კულტურა მოკლე ფილმები ქალაქზე

მოკლე ფილმები ქალაქზე

მოკლე ფილმები ქალაქზე

20 ოქტომბერს, 7 საათზე, “ფრონტლაინ კლუბი” გიწვევთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებაზე ქალაქის თემაზე.

ფილმებს წარდგენს არქიტექტორი ნინო ჩაჩხიანი

Die Stadt von Morgen – Ein Film vom Städtebau

“ხვალინდელი ქალაქი – ფილმი ქალაქგეგმარებაზე” არის 1929-1930 წელს მაქსიმილიან ფონ გოლდბეკისა და ერიხ კოტცერის გადაღებული უხმო, ერთ-ერთი პირველი ფილმი ქალაქგეგმარებაზე. ფილმში ავტორები გვიხსნიან, თუ როგორ უნდა აშენდეს ორგანული ქალაქური ქსოვილი, რომელიც შეიძლება, შედგეს მხოლოდ ცალკეულ პიროვნულ ინტერესებზე მაღლა მდგომი გეგმარების საფუძველზე. ხანგრძლივობა – 33 წუთი.

Die Stadt

“ქალაქი”, 1960 წელს ჰერბერტ ვეზელის მიერ ბერლინში გადაღებული ფილმი ცდილობს ერთგვარი ვიზუალურ-აკუსტიკური განმარტება გააკეთოს იმისა, რაც სამოციანი წლების დასაწყისის დასავლეთ გერმანიაში ქალაქისა და ქალაქურის ცნებას წარმოადგენდა. დანგრეული და აღორძინებული ქალაქის და თანამედროვეობის შეხვედრა, ლამაზი, შავ-თეთრი კადრები, რადიო, მუსიკა, რომელიც უკვე დამონტაჟებული ფილმისთვის დაიწერა. მუსიკა:ლეონ ტი. ხანგრძლივობა 36 წუთი. ენა: გერმანული, ტიტრები: ინგლისური.
ჰერბერტ ვეზელი (1931-2002) იყო ავსტრიელი რეჟისორი და სცენარისტი გადაღებული აქვს 17 ფილმი.

ლადო ასათიანის 64
დასწრება თავისფულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here