Home სხვადასხვა პროგრამა: „კვება ბავშვებში”

პროგრამა: „კვება ბავშვებში”

პროგრამა: „კვება ბავშვებში”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგ-ცენტრი, 2017 წლის 27 და 28 ოქტომბერს, ჩაატარებს ტრენინგების ციკლს სახელწოდებით – „კვება ბავშვებში”.

ტრენინგკურსი განკუთვნილია მშობლების, მეურვეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის (ბებია, ბაბუა ან სხვა ახლო ნათესავი, ძიძა).

პროგრამის მიზანი:
ტრენინგის მონაწილეთათვის კვების ნორმების, სირთულეებისა და დაძლევის სტრატეგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პრაქტიკული უნარების გამომუშავება და გამოყენება.
ტრენინგის გავლის შედეგად, მონაწილე შეძლებს კვების პროცესის სწორად დაგეგმვას, კვების სირთულის იდენტიფიცირებასა და ჩარევის დაგეგმვას, საჭიროებისამებრ, შესაბამის სპეციალისტებთან ერთად.

ტრენინგკურსის ხელმძღვანელი:

▶ნატა მეფარიშვილი – ფსიქოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის და მოზარდის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოლოგ-კონსულტანტი, პრაქტიკული მუშაობის 17-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი
ტრენინგი ჩატარდება ზემოხსენებული პირების სუპერვიზიით.

ტრენინგს გაუძღვებიან:
▶ანა პაპავა – ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი; ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი.რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი (RBT).წეროვნის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქო-კონსულტანტი.დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი.
▶მარიამ ბესტაევი – ფსიქოლოგიის მაგისტრი.ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის ლიდერ- თერაპევტი. რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი(RBT). ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგ-ცენტრის თანამშრომელი.
▶ანა წურწუმია – ფსიქოლოგიის მაგისტრი.ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის ქცევითი თერაპევტი.რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი (RBT). ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგ-ცენტრის თანამშრომელი

✔ პროგრამის ხანგრძლივობა: 10 სთ
✔ ღირებულება: 100 ლარი
✔წყვილი (დედ-მამა) იხდის მხოლოდ ერთის საფასურს

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
T:551 08 65 75
Training.cadc@iliauni.edu.ge

ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ( C კორპუსი, აუდიტორია 124)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here