რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა

0
496

სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში, “ნატოს” ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე – ქაბულში გაიმართა. რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეული ჩაანაცვლა.

ფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტინგენტს სიტყვით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა მიმართა. მან მისიის წარმატებით შესრულებისთვის „ბრავო“ ასეულს მადლობა გადაუხადა, ხოლო რეინჯერთა ასეულს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სრულყოფილად შესრულება უსურვა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ბრაიან ოლეტიმ, ხაზი ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა და ახლადჩასულ რეინჯერებს მისიის შესრულებაში სრული ნდობა გამოუცხადა.
გადაბარების ცერემონიალს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-მაიორი ჯეიმს ტაში დაესწრნენ. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here