დაშავებული სამხედროები აშშ-ში საზღვაო ქვეითების მარათონში იასპარეზებენ

0
692

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამთენიისას გაემგზავრნენ. ქართველი სამხედროები ვაშინგტონში საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ 42 კილომეტრიან მარათონში მიიღებენ მონაწილეობას და ბრიტანელ, ამერიკელ, უკრაინელ, ახალ ზელანდიელ, ავსტრალიელ, ლიტველ, ესტონელ, ფინელ, დანიელ და კანადელ დაშავებულ სამხედროებთან ერთად იასპარეზებენ.
მარათონში ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები 2015 წლიდან მონაწილეობენ. მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებები დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის უკეთ წარმართვას უწყობს ხელს.

გარბენში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, პაატა პატიაშვილიც ჩაერთვება. ვაშინგტონში დაგეგმილ სპორტული ღონისძიების ფარგლებში, პაატა პატიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და საქველმოქმედო ფონდებთან გამართავს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here