
31 ოქტომბერს, 19:30 სთ-ზე, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, გთავაზობთ გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილ კიდევ ერთ საიუბილეო კონცერტს, რომლის პროგრამაშიც იქნება მისი კამერული ჟანრის ნაწარმოებები.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე – ლიზა ბათიაშვილი, ცნობილი ჰობოისტი – საფრანგეთიდან ფრანსუა ლელო და გერმანელი ჩელისტი – მაქსიმილიან ჰორნუნგი, რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თბილისის სახელმწიფო კამერული ანსამბლი „საქართველოს სინფონიეტა“. ასევე სცენაზე იქნება საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი.
მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს:
სიმებიანი კვარტეტი #3 “ეპიტაფია”
კონცერტი ჰობოისა და კამერული ორკესტრისთვის
კონცერტი ვიოლინოს, ჩელოსა და კამერული ორკესტრისთვის
“კამერული სიმფონია”
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ცენტრის სალაროში – დ.აღმაშენებლის # 123ა, (ტელ.: 296 22 07) ასევე ვებ გვერდზეhttps://biletebi.ge/kakhidzis-musikaluri-tsentri/sulkhan-nasidzis-90-tslisadmi-midzghvnili-kontserti-the-concert-dedicated-to-sulkhan-nasidze-90-years-anniversary