ოფიციალური და სახალხო დიპლომატია – მიღწევები და გამოწვევები

0
631

2 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბუბლიოთეკაში,  (გუდიაშვილის N8) საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაცია “შერიგების რესურსებისა” (Conciliation Resources) და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი CIPDD პროექტის “პროგრესის ენა – მშვიდობა დიალოგშია!” ფარგლებში, გაიმართება მორიგი საჯარო ლექცია: “ოფიციალური და სახალხო დიპლომატია – მიღწევები და გამოწვევები”. რა არის სახალხო დიპლომატიისა და ოფიციალური დიპლომატიის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, როგორც მიზნების, აქტორების, მეთოდების, მიდგომების, ისე ურთიერთქმედების თვალსაზრისით. რა როლი ეკისრება სახალხო დიპლომატიას კონფლიქტების მოგვარებაში და რამდენად ეფექტურად გამოიყენება ეს ფორმატი? – ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებს: პაატა ზაქარეიშვილი – 2012-2016 წლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. ამჟამად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.

პროექტის “პროგრესის ენა – მშვიდობა დიალოგშია!” ფარგლებში, საჯარო ლექციები დაგეგმილია ყოველთვიურად. მსმენელები, რომლებიც დაესწრებიან ლექციების უმრავლესობას, მიიღებენ სერთიფიკატს.

დასწრება თავისუფალია !

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here