ქვევრის მწვანე 2015 “ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსზე” ოქროს მედლით დაჯილდოვდა

0
564

“მეღვინეობა ხარებას” ქვევრის მწვანე 2015 “ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსზე” ოქროს მედლით დაჯილდოვდა!

პირველი „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი“ იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა. ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი პროფესიონალები იყვნენ, მათ შორის, ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.

პირველი სიმპოზიუმის შედეგად, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მოხდა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.

“მეღვინეობა ხარება”-ს ქვევრის მწვანე მშრალი თეთრი ღვინო შექმნილია კახეთში მოყვანილი მწვანეს ჯიშის ყურძნისგან და დამზადებულია ქვევრში, ტრადიციული ქართული მეთოდით.

ღვინო მოოქროსფრო ყვითელი შეფერილობისაა, გამოირჩევა მწვანე ჩაისა და ეგზოტიკური მცენარეების სასიამოვნო არომატით. ღვინო ხასიათდება ძალიან კარგი სტრუქტურითა და კონსისტენციით, გააჩნია ხანგრძლივად გამყოლი მკვეთრად გამოხატული გემოვნური თვისებები.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here