სურსათის ეროვნული სააგენტოს დაგეგმილი ღონისძიებები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

0
792

პესტიციდების და აგროქიმიკატების სავაჭრო ობიექტები ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებების ბაზარზე შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა აგროქიმიკატების და პესტიციდების იმპორტიორებსა და რეალიზატორებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ, მავნებელთან ბრძოლის სამომავლო სტრატეგიაზე საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევის ფონზე, ბიზნესსექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ბაზარზე შესაბამისი პრეპარატების და დამცავი საშუალებების სათანადო მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას საქართველოს ბაზარზე მოქმედი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორი და რეალიზატორი 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. დღეისათვის, საქართველოში სულ პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრირებული 335 სარეალიზაციო და 174 საბითუმო სავაჭრო ობიექტია.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here