
თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museumsგთავაზობთ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, კომპოზიტორისა და შემსრულებელის რეზო კიკნაძის საჯარო ლექციას: ,,ექსტრამუსიკალური მუსიკაში-2”
ლექციის მიზანია საზოგადოებას გააცნოს მუსიკის განვითარების, მისი საზღვრების, გამოსახვის საშუალებების გაფართოება და როლი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში.
🎶 „ჩემ მუსიკალურ შთაგონებას ვპოულობ სრულიად ექსტრამუსიკალურ რეალობაში, როგორიც არის რაიმე მოცემულობის პარამეტრების გადმოტანა და ე.წ. „მეფინგი“ მუსიკალურ პარამეტრებზე.“
შეხვედრის ადგილი: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი დიმიტრი ბაქრაძის 10
შეხვედრის დრო: 2017 წლის 16 ნოემბერი, 18:00
დასწრება თავისუფალია