
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით ატარებს ტრენინგს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
ტრენინგი განკუთვნილია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რათა მათ შეძლონ თეორიული ცოდნის გაღრმავება.
პროექტის ფარგლებში ლექციები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
• თაღლითობა
• სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
• ყაჩაღობა და ძარცვა
• ეკონომიკური დანაშაულები
პროექტი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, სამოტივაციო წერილის შედეგად არჩეული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას, ხოლო გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2 დღის, 21-22 ნოემბრის, განმავლობაში.
რეგისტრაციის მსურველი სტუდენტები ეწვიეთ ბმულს:https://docs.google.com/forms/d/1_x2MUr89SQ2LG_Wo3ZyrRSLWfL5aJBA0oTpYmjuGhvY
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 17 ნოემბერი, ხოლო გასაუბრება ჩატარდება 19 ნოემბერს.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
თამრიკო შელია: 592 90 00 71
ანი თარაშვილი: 571 19 37 37
თათია ცისკარაული: 579 05 60 54
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებებს!