Home გარემოს დაცვა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23 – ე კონფერენცია

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23 – ე კონფერენცია

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23 – ე კონფერენცია

კონფერენციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილესა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს – ეკატერინე გრიგალავას გადაეცა გარემოსდაცვით ინტეგრაციის ჯგუფში შემავალ სახელმწიფოთა მაღალი რანგის თანამდებობის პირების ოფიციალური გადაწყვეტილება საქართველოს ჯგუფში გაწევრიანების შესახებ.

გარემოსდაცვითი ინტეგრაციის ჯგუფი შეიქმნა 2000 წელს. ჯგუფის წევრები არიან ლიხტენშტეინი, მექსიკა, მონაკო, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა და შვეიცარია. ჯგუფი დაარსების დღიდან აქტიურად მონაწილეობს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მოლაპარაკების პროცესებში და მომხრეა მკაფიო ნაბიჯები გადაიდგას პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრადიციის გათვალისწინებით, მოლაპარაკებების დროს, მიღებულია ქვეყნებმა იმუშაონ ჯგუფებში და თავიანთი პოზიციები დაიცვან პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით არამარტო ინდივიდუალურად, არამედ ჯგუფის სახელითაც. შესაბამისად, საქართველოს, როგორ კონვენციის განვითარებად ქვეყანა მხარეს, ეძლევა შესაძლებლობა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები გაუზიაროს გარემოსდაცვითი ინტეგრაციის ჯგუფის წევრებს და ამით კიდევ ერთი ძლიერი მოკავშირე იყოლიოს მოლაპარაკებათა პროცესში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here