0
474

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა გერმანიაში, ქ. ბონში, სამუშაო ვიზიტს აგრძელებს, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენცია მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე იტალიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, მიწისა და ზღვის მინისტრს ჯან ლუკა გალეტის შეხვდა, სადაც კლიმატის ცვლილების სფეროში იტალიასთან საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მხარეებმა, საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მოწყვლადობისა და რისკების შეფასების საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. იტალიის რესპუბლიკა საქართველოს ადაპტაციისა და სათბური გაზების შემცირების ღონისძიებების განხორციელებაში დაეხმარება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here