
4 დეკემბერს, 18.00 საათზე, მწერალთა სახლი გიწვევთ მთარგმნელისა და ლიტერატორის გივი შაჰნაზარის შემოქმედებით საღამოზე.
საღამოზე ბატონი გივი წაიკითხავს თარგმანებს და გვიამბობს თარგმნის საკუთარ გამოცდილებაზე, ისაუბრებს მის მიერ თარგმნილ ავტორებსა და წიგნებზე.