
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილებისთვის უფასო სკრინინგ პროგრამა დაიწყო.
60 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები უფასოდ ჩაიტარონ.
პაციენტებს კონსულტაციებს სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური ექიმები უწევენ. სამედიცინო გამოკვლევები სამ ეტაპად გაიმართება.