Home კულტურა კულტურის სტრატეგია 2025-ის წარდგენა

კულტურის სტრატეგია 2025-ის წარდგენა

კულტურის სტრატეგია 2025-ის წარდგენა

8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრის „სამეჯლისო დარბაზში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ წარადგინა კულტურის სტრატეგია 2025-ის განხორციელების პირველი წლის ანგარიში – „შემოქმედებითი საქართველო – მდგრადი განვითარებისთვის“. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, კულტურისა და სახელოვნებო დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანგარიშის პრეზენტაცია მოიცავს 2017 წელს სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიღწევებს, კულტურის სტრატეგიის შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად: კულტურისა და სახელოვნებო განათლების განვითარება, ცნობიერების ამაღლება და ინტერნაციონალიზაცია; შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, კულტურის პოპულარიზაცია და ინტერნაციონალიზაცია; ინფრასტრუქტურის განვითარება, კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; კულტურის მმართველობის გაუმჯობესება.
პრეზენტაციაში, მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის წარმომადგენლებმა – ტიმ უილიამსმა და რაგნარ სიილმა, რომელთა მხარდაჭერითაც მნიშვნელოვანი აქტივობები განხორცილდა კულტურის სტრატეგიის 2017 წლისთვის დასახული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.
საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი “კულტურის სტრატეგია 2025”, საქართველოს მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა. აღსანიშნავია,რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აღნიშნული დოკუმენტი, ფართო საზოგადოებისა და უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა.
პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here