
პროექტში „ჰობზი და ლოკი“ მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება დაიწყო. პროექტის ძირითადი მიზანია ახალაგაზრდებისთვის პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლების სწავლება, ამავდროულად პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მონაწილეთა ანალიტიკური, კრიტიკული უნარებისა და დებატების ხელოვნების განვითარება. პროექტი მიზნად ისახავს კომპრომისის უნარზე დაფუძნებულ გუნდური მუშაობის შესწავლას. მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდებიან ოთხ ჯგუფში, რომლებიც ერთმანეთისგან იდეოლოგიებით იქნება განსხვავებული და მათი მიზანი საქართველოს მოდელირებული განვითარების გეგმის დაწერა იქნება. თითო ჯგუფს ეყოლება ორი ხელმძღვანელი, რომლებიც ჯერ მონაწილეებს დეტალურად აუხსნიან, თუ რას ითვალისწინებს მათი იდეოლოგია, ხოლო შემდეგ ფასილიტაციას გაუწევენ მუშაობის პროცესს. პროექტის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან ორ ზოგად ლექციას, ერთი შეეხება პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლებს, ხოლო მეორე – საგარეო პოლიტიკას. პროექტი გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში, პირველი ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ძირითადად ჯგუფის შიგნით იმუშავებენ, ხოლო მესამე დღეს ისინი წარადგენენ მათ მიერ გაწერილ სამოქმედო გეგმას, გაიმართება დებატები და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი. გამარჯვებული გუნდის გამოვლენის შემდეგ თიოთეული მონაწილე დაჯილდოვდება ორენოვანი სერტიფიკატით, ხოლო გამორჩეულ დელეგატებს გადაეცემათ პრიზები. ასევე დაჯილდოვდება გამარჯვებული კომიტეტის თითოეული მონაწილე. პროექტში მონაწილეების საფასურია 35 ლარი, რომელშიც შედის პროექტის განმავლობაში კვება (კარგი :)), საკანცელარიო ნივთები და პრიზები. პროექტში ადგილები შეზღუდულია! აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა არის 10 დეკემბერი, 23:59. სააპლიკაციო ბმული: https://goo.gl/forms/g4Y6osiUKIYcxmGS2 თარიღი: 16-18 დეკემბერი პროექტზე მიიღებიან სკოლისა და ბაკალავრიტის სტუდენტები. საკონტაქტო ინფორმაცია: