პარიზში UNESCO-ს სათავო ოფისში მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედე“-ს ოფიციალური ჩვენება გაიმართა. ჩვენებას წინ უძღოდა კინოსურათის გამარჯვება აზიურ ოსკარად წოდებულ საერთაშორისო კინოფესტივალზე APSA, ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება“. ფესტივალზე აღნიშნული ნომინაცია UNESCO-ს პატრონაჟით დაწესდა.
„დედე“ სვან გოგონაზეა, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.
ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს და მას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.