ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი ესტუმრა

0
739

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი ესტუმრა. 10 წარმატებული ახალგაზრდა მსოფლიოს 8 ქვეყნიდან, მათ შორის – აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს ეცნობა. ახალგაზრდა ლიდერები, ძირითადად, ჰარვარდის კენედის სკოლიდან, სტენფორდის უნივერსიტეტიდან და ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლიდან არიან. სტუმრებს სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ უმასპინძლა, ტექნოპარკი დაათვალიერებინა და ჯიტაში მიმდინარე პროექტები გააცნო.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here