
ქვეყნები და ერები წლების მანძილზე ფორმირდებოდა. ფორმირდება დღესაც. იცვლის საზღვრებს, იცვლის მახასიათებლებს. უცვლელი რჩება ტრადიციები, ჩვევები. ხშირად, უცვლელი რჩება ის კონკრეტული მახასიათებლები, რითაც ერთი დანარჩენებისგან გამოირჩევა. შვეიცარიელებმა ყოველთვის იციან საათების, წუთებისა და წამების ფასი. შვეიცარიამ ყოველთვის იცის, რომელი საათია.
ზემოხსენებულ კონფედერაცია ევროპის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ალპების მთებში. ეს არის ქვეყანა, რომელშიც, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, სტერეოტიპები არ არსებობს. ის წმინდაა, ფაქიზი, წვრილმანებში ზუსტი, სწორი და მობილიზებული.
შვეიცარიის წესრიგსა და სიცოცხლის წყურვილს მიუჩვეველ ადამიანებში პირველ ემოციებს მის მიმართ მოკრძალებული შიშის განცდა და, უპირველესად, მაინც რელიეფი და ალპების ბუნებრივი გავლენა იწვევს – ტბა, ჩანჩქერი, მინდორი, მთა, მეურნეობა და სხვა არ არის უბრალო ტბა, ჩანჩქერი, მინდორი, მთა და მეურნეობა. შვეიცარიის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად იმისა, მდიდარია ის თუ არა, აუცილებლად დგას კანონზე დაბლა. აქ კანონი არეგულირებს ყოველი მაცხოვრებლის ყოველ მოქალაქეობრივ ნაბიჯს. კონფედერაციის მიზანი ყოველთვის არის სისუფთავე და წესრიგი. სწორედ ამიტომ არის შვეიცარია მსოფლიოს ყველაზე ეკოლოგიური ქვეყანა, სხვა ყველაფერთან ერთად, 1972 წლიდან აქ მინის მიღებისა და გადამუშავების პროცესი დაიწყო. შვეიცარიელის შემოსავლის სიდიდეს მნიშვნელობა არც ამ შემთხვევაში აქვს – კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
შვეიცარიაში საპირფარეშოებიც კი გაოცებას იწვევს, აქ ისინიც კი დახვეწილი და გემოვნებიანია მაშინ, როცა, ბევრ ქვეყანაში, საფირფარეშოებთან დაკავშირებული საკითხები უსიამოვნოა. როცა, ჩვეულებრივ, ადამიანები ქუჩებში წყლის დალევას ერიდებიან, ხსენებულ კონფედერაციაში ეს საკითხიც საიმედოობის მაღალ დონეზეა.
შვეიცარიაში ცხოვრება სიძლიერესთან და საიმედოობასთან ასოცირდება. თუ შვეიცარიელი შეხვედრას 15:00 სთ-ზე გინიშნავს ეს ნიშნავს, რომ შეგხვდება 15:00 სთ-ზე და არა 15:05 სთ-ზე. თუმცა, ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ეს წესრიგი დისკომპფორტის გამომწვევიც კი შეიძლება იყოს ამ წესრიგს მიუჩვეველი ტურისტებისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი რამ გარდაუვლად აშკარაა – შვეიცარიელები პატივს სცემენ ერთმანეთის დროს, ერთმანეთის წუთებსა და წამებს, ანუ – აფასებენ ერთმანეთს. ეს უფრო მეტად კომფორტული და სასიამოვნოა, ვიდრე – შემაწუხებელი რეალობა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შვეიცარიას მსოფლიოს მესაათედაც მოიხსენიებენ. აქ დროულად ფუნქციონირებს ყველაფერი – დაწყებული ადამიანების აზროვნებით, დამთავრებული – ტრანსპორტის მოძრაობით.
შვეიცარიელ ადამიანს შეუძლია, დროსა და მის გამოყენებაზე ადამიანებს წარმოდგენა შეუცვალოს. დროსთან დაკავშირებული სიზუსტე მათთვის მოლოდინთან ასოცირდება, მოლოდინის იმედგაცრუება კი შვეიცარიელში სიბრაზესა და გულგრილობას იწვევსო, ამბობს BBC-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი და უნდა აღვნიშნოთ, რომ რეალობას არ ცდება. მოლოდინი და დრო ერთმანეთთანაა დაკავშირებული და, გამომდინარე იქედან, რომ ეს ფაქტი მოქალაქეობრივ დონეზე ქმნის წესრგის, ბუნებრივია, ქვეყნის წესრიგსაც განაპირობებს. ამიტომაა შვეიცარია ეკოლოგიური და ადამიანური წესრიგის ეტალონი.
გარდა შვეიცარიელებისა და შვეიცარიული წესრიგისა, რატომ უნდა მოვინახულოთ შვეიცარია?
- ქ.ბერნი – ფედერალური მნიშვნელობის ქალაქეი შვეიცარიაში.
- ქ.ჟენევა- ქ. ბერნისთან ერთად, ის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ტოპათეულში შესული.
- ქ. ციურიხი – ქვეყნის ბიზნეს ცენტრი.
4. მატერჰორნი – შვეიცარიისა და იტალისს საზღვარზე მდებარე გიგანტური პირანიდის ფორმისმქონე მწვერვალი.
5. ბოდენის ტბა – ტბა მდ.რაინზე
ავტორი: მარიამ ტიელიძე