ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, „ჰუალინგი თბილისის ზღვისპლაზა“ 30 სექტემბრის 15:00 საათიდან იწყებს ოპერირებას

0
1491

თბილისის ზღვის პლაზის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია. შენობა საქართველოში ყველაზე თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით არის აჭღურვილი. პლაზის მომხმარებელს დახვდება 400-მდე მაღაზია და ყველაზე კომფორტული გარემოშო პინგისათვის, სადაც „ერთი გაჩერების პრინციპით“ შეეძლება ყველა სასურველი ნივთის შეძენა. სავაჭრო ობიექტები დატვირთულია ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთები და ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტომანქანის ნაწილები და სხვა. თბილისის ზღვის პლაზაში ასევე განთავსდება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს თბილისის ზღვის პლაზა მომხმარებლებს საინტერესო აქციებსა და სიურპრიზებს სთავაზობს. მხოლოდ თბილისის ზღვის პლაზის მომხმარებლებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ გრანდიოზულ ქეშბექ აქციაში, დახარჯონ მინიმუმ 50 ლარი და დაიბრუნონ გარანტირებული თანხა 200 ლარამდე. გარდა ამისა, ითვალისწინებს რა პლაზის ადგილმდებარეობას, ჰუალინგ ჯგუფი ყველა მომხმარებელს კომფორტული ტაქსებით მგზავრობის შესაძლებლობას სთავაზობს. ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს დარეკავს ნომერზე: 2 900 009, შეძლებს იბერის ტაქსებით სრულიად უფასოდ იმგზავროს თბილისის ზღვის პლაზამდე. გარდა ამისა, გახსნის დღეებში სამგორისა და დადიანზე მდებარე ავტოსადგურიდან თბილისის ზღვამდე წრიულად იმოძრავებს ავტობუსები,რომლებიც ასევე სრულიად უფასოდ მოემსახურებიან ჩვენს მომხმარებლებს. თბილისის ზღვის პლაზა არც თავის პატარა მომხმარებლებს არ ივიწყებს. სპეციალურად ბავშვებისთვის თბილისის ზღვის პლაზა 30 სექტემბერს გრანდიოზულ გასართობ ღონისძიებას გამართავს. ბავშვებს სხვადასხვა თემატიკით დატვირთული ექვსი გასართობი ზონა დახვდებათ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here