Home სპორტი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩიდან ბორჯომის ტყის აღსადგენად 403 214 ლარი შეგროვდა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩიდან ბორჯომის ტყის აღსადგენად 403 214 ლარი შეგროვდა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩიდან ბორჯომის ტყის აღსადგენად 403 214 ლარი შეგროვდა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის საქველმოქმედო მატჩი “მსოფლიო XI -ის” სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და მასში მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელებთან ერთად ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.
მატჩში გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: GFF XI – ალექსანდრე იაშვილი, კაფუ, კევინ კურანი, გიორგი დემეტრაძე და ანდრეი შევჩენკო; “მსოფლიო XI”: ლუკა ტონი (დუბლი), მიჩელ სალგადო, რივალდო, ფრანჩესკო ტოტი და მარკო დელვეკიო. მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება. ამ მიზნით 403 214 ლარი შეგროვდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here