Home სპორტი ეროვნული ნაკრები კვიპროსს და ბელარუსს დაუპირისპირდება

ეროვნული ნაკრები კვიპროსს და ბელარუსს დაუპირისპირდება

ეროვნული ნაკრები კვიპროსს და ბელარუსს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 10 ნოემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი კვიპროსს გორში დაუხვდება, 13 ნოემბერს კი ქუთაისში ბელარუსს უმასპინძლებს.
ქართველი და კვიპროსელი ფეხბურთელები სანაკრებო დონეზე პირველად 1992 წლის 22 დეკემბერს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართული ამხანაგური მატჩი მასპინძელთა 1:0 გამარჯვებით დასრულდა. სადღეისოდ მეტოქეებმა 5-ჯერ ითამაშეს. საქართველოს ნაკრებმა 1 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დასრულდა, მეტოქემ კი 3-ჯერ გაიმარჯვა. საქართველოს და კვიპროსის ნაკრებები ბოლოს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში შეხვდნენ ერთმანეთს: 2009 წლის 28 მარტს ლარნაკაში გამართული მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა საშინაო მატჩი თბილისის გარეთ ბოლოს 2001 წლის 9 მაისს ჩაატარა: დავით ყიფიანის და რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში აზერბაიჯანს 1:0 სძლია.
„ჯვაროსნები” გორში პირველად ითამაშებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here