ყვარელში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა

0
719

„ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში“ ამ სახელწოდებით ყვარელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.ღონისძიებაზე სტუდენტებისა და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირების წინასწარ შერჩეული ნაშრომები იყო წარმოდგენილი. კონფერენციას რეგიონის მუნიციპალიტეტების ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.

კონფერენციაში საპრიზო ადგილები დაიკავეს:
I ადგილი – ჯემალ დამაცალაშვილი
II ადგილი – ანა ციხისთავი
III ადგილი – დავით დაიაური

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here