
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს სახელმწიფო ადმინისტრაციაში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც ჩატარდა „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა თბილისის ბიზნესსახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმილი ტენდერის პირობებზე. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგინეს საპროექტო კომპანიამ „Dmark“-მა და „ბიურო ვერიტას ჯორჯიამ“.
„ბიზნეს სახლი“, რომლის მშენებლობაც ახლო მომავალში დაიწყება, თბილისში, 16,000 კვ, მეტრზე იქნება განთავსებული და გათვლილი იქნება ყოველდღიურად 1200-მდე მომხმარებელზე. ამჟამად გამოვლენილია კომპანია, რომელიც მალე შენობის რკინის კონსტრუქციის მშენებლობას დაიწყებს. გარდა ამისა, ჩასატარებელია მეორე ტენდერი, რომელიც „ბიზნეს სახლის„ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გამოავლენს.