
ოთხშაბათს, სირიის სისხლიანი სამოქალაქო ომის დაწყებიდან, ექვსი წელი გავიდა; ეს არის კონფლიქტი, რომელმაც ერი დაანაწევრა და მსოფლიოს თავზარი დასცა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადის სამხედრო ძალებსა და აჯანყებულებს შორის დაპირისპირება დაიწყო, კონფლიქტი, წლიდან წლამდე უფრო მწვავდებოდა.
ქვევით მოყვანილია ექვსწლიანი ომის საზარელი სტატისტიკა – ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელსაც მსოფლიო მოესწრო.
ნანგრევები დუმაში,სირია
465,000
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ცენტრის(SOHR) მონაცემების თანახმად, ეს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ (2011 წ.) დაღუპულთა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვია.
4.800 000
სირიის მოქალაქეები, რომლებმაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ დატოვეს ქვეყანა.
6.300 000
„მერიკორპსის“ თანახმად, ქვეყნის შიგნით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობაა.
50%
სირიის მოსახლეობის ის სავარაუდო პროცენტი, რომლებმაც საკუთარი სახლები, იძულებით დატოვეს.
ლტოლვილთა მხარდამჭერი აქცია, ესპანეთი
850
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, იმ ბავშვთა მიახლოებითი რაოდენობა, რომლებიც 2016 წელს, საბრძოლველად გაიწვიეს.
2.800 000
მოქალაქეები, რომლებიც, ამ ეტაპზე, სახიფათო და ძნელად მისადგომ ადგილებში იმყოფებიან.
5.800 000
სირიელი ბავშვები, რომლებიც, ამჟამად, დახმარებას საჭიროებენ.
ქურთი წარმომავლობის სირიელი ბავშვები დანგრეულ ქალაქში თამაშობენ, კობანი
280,854
იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ალყაშემორტყმულ რაიონებში ცხოვრობენ.
47 წ.
ამ დროის განმავლობაში ასადების ოჯახი ხელისუფლების სათავეში იმყოფება.
4.63 მილიარდი დოლარი
თანხა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UNO) 2017 წელს სირიელების დასახმარებლად ითხოვს.
წყარო: www.mic.com
ავტორი: ვიკა შაუთიძე