ძაღლის წლისადმი მიძღვნილი ძაღლების გამოფენა

0
739

საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ Myvet.ge -სა და “თბილისი მოლის” მხარდაჭერით ტარდება ძაღლის წლისადმი მიძღვნილი ძაღლების გამოფენა.

ეს პროექტი ემსახურება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის მოვლა-შენახვის შესახებ და დამდეგი ძაღლის ახალ წელს.

– 20-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ძაღლის და ლეკვების გამოფენა
– გასართობი აქტივობები უფროსებისთვის და ბავშვებისთვის
– ძაღლების პრეზენტაცია
– ვეტ-ექიმების რჩევები

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ძაღლი. დღე დატვირთული იქნება პერფომანსებით, გასართობი აქტივობებით როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. დაგეგმილია სხვადასხვა სანახაობები, მოწვეული ანიმატორები დამთვალიერებლებს გაახსენებენ ძაღლებს ცნობილი ფილმებიდან და მულტფილმებიდან, ჩატარდება სხვადასხვა გასართობი გათამაშებები.

ღონისძიება ხორციელდება საზოგადოების ჩართულობისთვის იმ საერთო საქმეში, რომელიც ემსახურება „საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის მოვლა-შენახვის შესახებ“. ვეტერინარული ასოციაციის მიზანია საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა ძაღლის ყოლის, მოვლა-პატრონობის კულტურის თანამედროვე მიდგომებსა და პასუხისმგებლობებზე, რათა ხელი შეუწყოს ევროსტანდარტების დანერგვას საქართველოში. ვეტერინარი პროფესიონალები და ასტროლოგები ისაუბრებენ ოჯახში ძაღლის მნიშვნელობაზე, მის დადებით თვისებებზე, მოვლის და ზრუნვის წესებზე. ძაღლების მოყვარულები მიიღებენ უფასო კონსულტაციებს და რჩევებს პროფესიონალი ვეტერინარებისგან.

❗ გთხოვთ გაითალისწინოთ, სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლის” შინაგანაწესის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, გამოფენაში არამონაწილე ცხოველების შემოყვანა შენობაში აკრძალულია .

ღონისძიებას გაიმართება შაბათს, 16 დეკემბერს 2017, რომელსაც უმასპინძლებს სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“, მეორე სართულის ატრიუმში.

დასწრება თავისუფალია !

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here