
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ თურქ და ფინელ ექსპერტებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკი ჯან ოზანი და და ვიცე-პოლკოვნიკი ტიმო კალევი კოვანენი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. მან სტუმრებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ვიცე-პოლკოვნიკი ჯან ოზანი საქართველოში ათი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ავიაციის განვითარების ინიციატივას კურირებდა.
ვიცე-პოლკოვნიკი ტიმო კალევი კოვანენი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (GTEC) მრჩევლად ერთი წლისა და შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა. ფინელი ექსპერტი ნატო-საქართველოს წვრთნების დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული.