ენთუზიაზმის დეგრადირება level 1, ანუ რეალობა ქართულად

0
1251

სამუშაო გამოცდილების და, ზოგადად, ბევრი სიახლე- საინტერესო- საჭიროას მაძიებელი გოგონას მოგონებებიდან .
მუშაობის, უფრო ზუსტად, არაანაზღაურებადი სტაჟირების პირველი წელი, საკმაოდ პერსპექტიულ და დასაქმების შანსის მქონე ადგილას, საინტერესო კადრებით და კიდევ უფრო საინტერესო გარემოთი.( თურმე, ტონიანი კომპიუტერები მაინც არ გამოსულა სრულიან გამოყენების ზონიდან …)
სტატია პირველი
ნიუსი მეშვიდე
წვალება დილიდან საღამომდე
გაცდენილი ლექცია
პირველი არა და დაბალი შეფასება
პირველი უარი მეგობარს კაფეში წასვლაზე
გათენებული ღამეები
გაზეთის გამოსვლის მოლოდინი
დილით ადრე ადგომა და ყველაზე პირველი საგაზეთო ჯიხურთან მისვლა
გაზეთი, მაგრამ..,. შენი სტატიის გარეშე
უკვე დიდი ხანია, მეგობარს აღარ შემოუთავაზებია გასეირნება. ან, ნეტავ, უნივერსიტეტში რა ხდება?
არაანაზღაურებადი სტაჟირება ისე დამთავრდა, რომ მოსაგონებლადაც არ დარჩა გაზეთიდან ამოსაჭრელი საკუთარი სახელი და გვარი

სამუშაოს, ან, თუნდაც, პრაქტიკის მაძიებელი გოგონას წელი მეორე
„ ეს, ნამდვილად, საჩემო ადგილია. აი, აქ ნამდვილად შევძლებ ვიმუშაო და თან ის ვაკეთო, რაც მიყვარს, ის, რაც მწამს და ის, რაც სწორი მიმაჩნია „
ერთი დაწუნებული თემა
მეორეც
მესამე გადაკეთებული
მეოთხე შეცვლილი სტატიის სათაური
ისიც წინსვლაა, რომ უკვე შენს სახელ და გვარს ხედავ გაზეთის ნაცრისფერი ფურცლის მარცხენა კუთხეში
ეს შეძელი
ოჯახის ყველა წევრმა სათითაოდ შეიძინა გაზეთი, ასე და ამგვარად, პირველი სტატიაც დასველებულია
მოლოდინი
მეორე სტატიაც?
კი
ნაკლები გულისფანქცალი
მეტი პრაგმატულობა
გათენებული ღამეები, ნაკლები დრო საყვარელ ადამიანებს და სასწავლებელს
ნაკლები დრო გართობას და, უბრალოდ, ადამიანურ დასვენებას
მეტი მონდომება, მეტი სურვილი წინ იყო და სწორად იყო იქ, სადაც ხარ
აზიარებ
სხვებს აჩვენებ
მოსწონთ
მოგწონს ეს მოწონება
კარგია
აქ მთვარდება
აქ იჭედება ეტაპი
არაანაზღაურებადიაო. და დასრულდა ისე, როგორც ყველაფერი სრულდება ამ წუთიერ სოფელში

აწ უკვე სამსახურის მაძიებელი სტუდენტის მესამე წელი
ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
სავსე და მრავალფეროვანი სივი
დამაჯერებელი ტონი
სწორი ტაქტიკა
და შენ ახალ ადგილას ხარ
ნუ , ჯერ კონტრაქტი არა
გამოსაცდელი ვადა
„ აბა , ჩვენ რა ვიცით, შენ რა შეგიძლია ! „
ჯერ მხოლოდ გაარჩევ მასალებს
გაყვები სხვებს , უფრო გამოცდილებს
დაიჭერ ყავის ჭიქას
სიგარეტსაც, თუ საჭიროა
უფრო ხშირად დაიჭერ საკუთარ თავს და მაინც მიიღებ ყველა შენიშვნას, როგორიც არ უნდა იყოს ის
უკვე ვეღარ გცნობენ ლექტორები

ვერც ჯგუფელები
სახლში ღამე რომ ბრუნდები, ვერც შენ ცნობ საკუთარ თავს
ბევრი სტატია გაქვს
ლამის მარტო წახვედი ინტერვიუზე
მიკროფონს შეეხე, სელფი არ დაგავიწყდეს
სახელი შეეშალათ?
არა უშავს, გამოსწორდება
მეორედ შეეშალათ?
ეს უკვე ყურადსაღებია
„ მგონი, საკმაო ხანია, აქ ვარ , დროა ხელფა…
არ მინდა ფულის ხამი ვჩანდე, როგორ მოვითხოვო, მერიდება „

„ იცით, თქვენ კარგად იმუშავეთ , მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენი კანდიდატურა ვერ აკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნებს და უნდა დაგემშვიდობოთ. „
მორიგი სტანდარტული დასასრული
დაკარგული კიდევ ერთი წელი
უფრო დიდი
დაკარგული იმედები და შენი ბოლო ღერი სიგარეტივით ჩაფერფლილი ენთუზიაზმი
ეჰჰ, ბოლოს როდის დალიე ყავა და არ იფიქრე ცხოვრებაზე , რომელიც ამდენად უსამართლოდ გეჩვენება

წელი მეოთხე, ოოხ ეს ოთხი წელიწადის ბოლო მეოთხედი
დამამთავრებელი კურსი
საეჭვოა დაამთავრო
უნდა ეხვეწო ყველას
უნდა აუხსნა ყველას
და ვინ ხარ ?
ისევ სტაჟიორი?
გაურკვეველი თანამშრომელი გაურკვეველი დასაქმების პერსპექტივით?
დაუსაქმებლობის სამწლიანი სტაჟით და, უბრალოდ, ბოლოს ნაცადი და გაწეული რისკით?
ვინ ხარ შენ?
ვინ ხარ და რა გინდა?
როგორ გინდა და, საერთოდაც, რატომ გინდა?

როცა შეგიძლია უფრო მარტივად ადგე და აღარ აკეთო ის, რაც გიყვარს
ისევ სირბილი
ისევ ინტერვიუ
ისევ გათენებული ღამეები
ისევ გაზიარებული სიხარული და საქმე, რომელიც შენია
ისევ მონდომება, ისევ ლოდინი და ვერმიღწეული სამსახური
არ არის ჯერ შტატი
არ გასულა გამოსაცდელი ვადა, რომელიც სამუდამოს ემსგავსება
ახლა დაიშალა შტატი და ვერ მოხერხდა თავიდან შეკვრა, არადა, უკვე სამი თვეა, შენი სტატიებით სულდგმულობენ და მერე რა
ხომ დაგრჩება პლატფრომა
არადა, უკვე 21 წლის ხარ
22 წლის ასაკის კრიზისის ზღვარზე

უკვე გჯერა, რომ ან ქვეყნიდან უნდა წავხიდე, ან ხელიდან
ისევ ლოდინი
ისევ ენთუზიაზმის ბოლო წვეთები და რეალობა
მკაცრი
ქართული
სტაჟირება წარმატებით გაიარეთ
და მხოლოდ ეს?
კი, ეს
და სერტიფიკატი, რომელიც იქნება თვის ბოლოს
ხელიდან ვერ წახვალ
არადა, ყველა პირობა გიბიძგებს ამისკენ
მეგობრები ისევ ვერ ნახე

ისევ ვერ წახვედი სოფელში ერთი წლის უნახავ ოჯახთან
ისევ დახურე ვორდის ფაილი და შენი მემუარების წერას სტატიების წერა ამჯობინე
ისევ მოგიხურეს კარი ზუსტად საგამოცდი დროის დასრულების შემდეგ და ვერ მიაღწიე ხელფასადმე, იმ ნანატრ ხელფასამდე, რომელიც ჯადოსნურ სიტყვად და, უკვე, თვითმიზნადაც კი იქცა შენთვის
ტელევიზორში ისევ მისი მაზლის შვილის ბიძის მულს უყურებ
აქედან უნდა წახვიდე
ხელიდან ვერ წახვალ
p. s
უკვე დაჯავშნილი ბილეთებით და სავსე ბარგით დგახარ საქართველო- უცხოეთის საზღვარზე
წახვალ?
უკან ტოვებ რეალობას, ქართულ რეალობას, სადაც შენს ენთუზიამს ფეხით გადაუარეს და დაანაწევრეს, სადაც შენ გინდოდა, ყოფილიყავი უბრალოდ ჟურნალისტი და, მთელი ოთხი წლის მანძილზე, მხოლოდ სტაჟიორი იყავი, ბუნდოვანი საქმის ბუნდოვანი პერსპექტივით .

ავტორი: ანა ურუშაძე

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here