Home სპორტი ჭადრაკში თბილისის მსოფლიო თასი ლევონ არონიანმა მოიგო

ჭადრაკში თბილისის მსოფლიო თასი ლევონ არონიანმა მოიგო

ჭადრაკში თბილისის მსოფლიო თასი ლევონ არონიანმა მოიგო

თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს. მან ჯილდოდ 120 ათასი დოლარი მიიღო, მისმე მეტოქემ კი 80 ათასი.
ლევონ არონიანმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეორეა, მეორედ მოიგო მსოფლიო თასი. პირველად მან 2005 წელს გაიმარჯვა.

ფინალის საზეიმო გახსნის ცერემონიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი მონაწილეობდნენ.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here