
სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე 12-იდან 18 საათამდე სხვადასხვა ხასიათის ღონისძიება გაიმართება, მათ შორის იქნება ერისიონის კონცერტი, სპორტული ღონისძიებები, ასევე, წარმოდგენილი იქნება განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა და სხვა სამინისტროების კუთხეები, სადაც გაიმართება პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, ექსპრეს ლაბორატორიის კვლევის ფარგლებში ჩატარდება ჰაერში დამაბინძურებელი ინგრენდიენტების გაზომვა, ხმაურის დონის და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა, წარმოდგენილი იქნება მობილური ექსტენციის ტრანსპორტი, სადაც იქნება 3 სპეციალისტი მესაქონლეობის, მეფუტკრეობის დარგებში. დარიგდება ბუკლეტები სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ და ასე შემდეგ.