
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიოს ჩემპიონები ჭაბუკებს შორის გაგა ვარდოსანიძე (52 კგ), გაგა ბახტიძე (60 კგ) და ლევან გუგავა (70 კგ) გახდნენ, ახალგაზრდებს შორის კი ოქროს მედალს დავით რამაზაშვილი დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.
ნოვი სადიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა.