ნორიოში ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

0
447

ძიუდოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზის გახსნას სპორტსმენთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრო. დარბაზის გახსნას, ასევე, ესწრებოდნენ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ძიუდოში – ზურაბ ზვიადაური, ლაშა შავდათუაშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ამირან ტოტიკაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ძიუდოს სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება. დარბაზი, რომლის ფართობი 370 კვ. მეტრია, 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ნორიოდან გახლავთ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის და ასევე არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული – ავთანდილ ჭრიკიშვილი.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here