Home სპორტი ჯაბა პაპინაშვილი ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონია

ჯაბა პაპინაშვილი ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონია

ჯაბა პაპინაშვილი ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!

55კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე პაპინაშვილმა ფინალში აზერბაიჯანელი ნატიგ გურბანლი დაამარცხა, მანამდე კი ფრანგ, ბრაზილიელ, მონღოლ და ყაზახ მეტოქეებს სძლია.

ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა ვანო ნინიაშვილმა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დათმო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დაეუფლა.

დღეს მედლებისთვის 3 ქართველი ძუდოისტი იბრძოლებს. ვაჟთა შორის 66კგ და 73კგ, ხოლო გოგონათა შორის 57კგ წონით კატეგორიაში ტატამზე გამოვლენ ბაგრატ ნინიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here