ენთუზიაზმის დეგრადირება level 1, ანუ რეალობა ქართულად

სამუშაო გამოცდილების და, ზოგადად, ბევრი სიახლე- საინტერესო- საჭიროას მაძიებელი გოგონას მოგონებებიდან .
მუშაობის, უფრო ზუსტად, არაანაზღაურებადი სტაჟირების პირველი წელი, საკმაოდ პერსპექტიულ და დასაქმების შანსის მქონე ადგილას, საინტერესო კადრებით და კიდევ უფრო საინტერესო გარემოთი.( თურმე, ტონიანი კომპიუტერები მაინც არ გამოსულა სრულიან გამოყენების ზონიდან …)
სტატია პირველი
ნიუსი მეშვიდე
წვალება დილიდან საღამომდე
გაცდენილი ლექცია
პირველი არა და დაბალი შეფასება
პირველი უარი მეგობარს კაფეში წასვლაზე
გათენებული ღამეები
გაზეთის გამოსვლის მოლოდინი
დილით ადრე ადგომა და ყველაზე პირველი საგაზეთო ჯიხურთან მისვლა
გაზეთი, მაგრამ..,. შენი სტატიის გარეშე
უკვე დიდი ხანია, მეგობარს აღარ შემოუთავაზებია გასეირნება. ან, ნეტავ, უნივერსიტეტში რა ხდება?
არაანაზღაურებადი სტაჟირება ისე დამთავრდა, რომ მოსაგონებლადაც არ დარჩა გაზეთიდან ამოსაჭრელი საკუთარი სახელი და გვარი

სამუშაოს, ან, თუნდაც, პრაქტიკის მაძიებელი გოგონას წელი მეორე
„ ეს, ნამდვილად, საჩემო ადგილია. აი, აქ ნამდვილად შევძლებ ვიმუშაო და თან ის ვაკეთო, რაც მიყვარს, ის, რაც მწამს და ის, რაც სწორი მიმაჩნია „
ერთი დაწუნებული თემა
მეორეც
მესამე გადაკეთებული
მეოთხე შეცვლილი სტატიის სათაური
ისიც წინსვლაა, რომ უკვე შენს სახელ და გვარს ხედავ გაზეთის ნაცრისფერი ფურცლის მარცხენა კუთხეში
ეს შეძელი
ოჯახის ყველა წევრმა სათითაოდ შეიძინა გაზეთი, ასე და ამგვარად, პირველი სტატიაც დასველებულია
მოლოდინი
მეორე სტატიაც?
კი
ნაკლები გულისფანქცალი
მეტი პრაგმატულობა
გათენებული ღამეები, ნაკლები დრო საყვარელ ადამიანებს და სასწავლებელს
ნაკლები დრო გართობას და, უბრალოდ, ადამიანურ დასვენებას
მეტი მონდომება, მეტი სურვილი წინ იყო და სწორად იყო იქ, სადაც ხარ
აზიარებ
სხვებს აჩვენებ
მოსწონთ
მოგწონს ეს მოწონება
კარგია
აქ მთვარდება
აქ იჭედება ეტაპი
არაანაზღაურებადიაო. და დასრულდა ისე, როგორც ყველაფერი სრულდება ამ წუთიერ სოფელში

აწ უკვე სამსახურის მაძიებელი სტუდენტის მესამე წელი
ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
სავსე და მრავალფეროვანი სივი
დამაჯერებელი ტონი
სწორი ტაქტიკა
და შენ ახალ ადგილას ხარ
ნუ , ჯერ კონტრაქტი არა
გამოსაცდელი ვადა
„ აბა , ჩვენ რა ვიცით, შენ რა შეგიძლია ! „
ჯერ მხოლოდ გაარჩევ მასალებს
გაყვები სხვებს , უფრო გამოცდილებს
დაიჭერ ყავის ჭიქას
სიგარეტსაც, თუ საჭიროა
უფრო ხშირად დაიჭერ საკუთარ თავს და მაინც მიიღებ ყველა შენიშვნას, როგორიც არ უნდა იყოს ის
უკვე ვეღარ გცნობენ ლექტორები

ვერც ჯგუფელები
სახლში ღამე რომ ბრუნდები, ვერც შენ ცნობ საკუთარ თავს
ბევრი სტატია გაქვს
ლამის მარტო წახვედი ინტერვიუზე
მიკროფონს შეეხე, სელფი არ დაგავიწყდეს
სახელი შეეშალათ?
არა უშავს, გამოსწორდება
მეორედ შეეშალათ?
ეს უკვე ყურადსაღებია
„ მგონი, საკმაო ხანია, აქ ვარ , დროა ხელფა…
არ მინდა ფულის ხამი ვჩანდე, როგორ მოვითხოვო, მერიდება „

„ იცით, თქვენ კარგად იმუშავეთ , მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენი კანდიდატურა ვერ აკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნებს და უნდა დაგემშვიდობოთ. „
მორიგი სტანდარტული დასასრული
დაკარგული კიდევ ერთი წელი
უფრო დიდი
დაკარგული იმედები და შენი ბოლო ღერი სიგარეტივით ჩაფერფლილი ენთუზიაზმი
ეჰჰ, ბოლოს როდის დალიე ყავა და არ იფიქრე ცხოვრებაზე , რომელიც ამდენად უსამართლოდ გეჩვენება

წელი მეოთხე, ოოხ ეს ოთხი წელიწადის ბოლო მეოთხედი
დამამთავრებელი კურსი
საეჭვოა დაამთავრო
უნდა ეხვეწო ყველას
უნდა აუხსნა ყველას
და ვინ ხარ ?
ისევ სტაჟიორი?
გაურკვეველი თანამშრომელი გაურკვეველი დასაქმების პერსპექტივით?
დაუსაქმებლობის სამწლიანი სტაჟით და, უბრალოდ, ბოლოს ნაცადი და გაწეული რისკით?
ვინ ხარ შენ?
ვინ ხარ და რა გინდა?
როგორ გინდა და, საერთოდაც, რატომ გინდა?

როცა შეგიძლია უფრო მარტივად ადგე და აღარ აკეთო ის, რაც გიყვარს
ისევ სირბილი
ისევ ინტერვიუ
ისევ გათენებული ღამეები
ისევ გაზიარებული სიხარული და საქმე, რომელიც შენია
ისევ მონდომება, ისევ ლოდინი და ვერმიღწეული სამსახური
არ არის ჯერ შტატი
არ გასულა გამოსაცდელი ვადა, რომელიც სამუდამოს ემსგავსება
ახლა დაიშალა შტატი და ვერ მოხერხდა თავიდან შეკვრა, არადა, უკვე სამი თვეა, შენი სტატიებით სულდგმულობენ და მერე რა
ხომ დაგრჩება პლატფრომა
არადა, უკვე 21 წლის ხარ
22 წლის ასაკის კრიზისის ზღვარზე

უკვე გჯერა, რომ ან ქვეყნიდან უნდა წავხიდე, ან ხელიდან
ისევ ლოდინი
ისევ ენთუზიაზმის ბოლო წვეთები და რეალობა
მკაცრი
ქართული
სტაჟირება წარმატებით გაიარეთ
და მხოლოდ ეს?
კი, ეს
და სერტიფიკატი, რომელიც იქნება თვის ბოლოს
ხელიდან ვერ წახვალ
არადა, ყველა პირობა გიბიძგებს ამისკენ
მეგობრები ისევ ვერ ნახე

ისევ ვერ წახვედი სოფელში ერთი წლის უნახავ ოჯახთან
ისევ დახურე ვორდის ფაილი და შენი მემუარების წერას სტატიების წერა ამჯობინე
ისევ მოგიხურეს კარი ზუსტად საგამოცდი დროის დასრულების შემდეგ და ვერ მიაღწიე ხელფასადმე, იმ ნანატრ ხელფასამდე, რომელიც ჯადოსნურ სიტყვად და, უკვე, თვითმიზნადაც კი იქცა შენთვის
ტელევიზორში ისევ მისი მაზლის შვილის ბიძის მულს უყურებ
აქედან უნდა წახვიდე
ხელიდან ვერ წახვალ
p. s
უკვე დაჯავშნილი ბილეთებით და სავსე ბარგით დგახარ საქართველო- უცხოეთის საზღვარზე
წახვალ?
უკან ტოვებ რეალობას, ქართულ რეალობას, სადაც შენს ენთუზიამს ფეხით გადაუარეს და დაანაწევრეს, სადაც შენ გინდოდა, ყოფილიყავი უბრალოდ ჟურნალისტი და, მთელი ოთხი წლის მანძილზე, მხოლოდ სტაჟიორი იყავი, ბუნდოვანი საქმის ბუნდოვანი პერსპექტივით .

ავტორი: ანა ურუშაძე

შემოდგომა- გოგონა

პატარა იყო ძალიან, პირველად, ბაბუას გასაიდუმლოებულ ოთახში რომ ჩუმად შეიპარა. მისთვის, ერთბაშად, უცნაური აღმოჩნდა ამ მძაფსუნიანი ოთახის აღქმა, სადაც თავი ბევრ გამჟღავნებულ თუ გაუმჟღავნებელ წამს მოეყარა. დიდხანს შეჰყურებდა პატარა ამდენ უცნაურ ნივთს, ბოლოს ერთერთს დასწვდა, “ჩხაკ” – დაიძახა იმან უეცრად და ნინის ხელში თავისი ფართოდგახელილი თვალების ფოტო შერჩა …

თავიდან თამაშით დაწყებული საქმე, მალე ნინის გატაცებად იქცა, ბოლოს კი ოჯახში უსახსოვრეს ბაბუს საყვარელი აპარატი ზენიტი. აქედან დაიწყო მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი სახელად – ფოტოგრაფია.

მოკლე წაბლისფერი თმები, სახეზე მიმოფანტული კულულები, გრძელი, ბიჭური სვიტერი და თავისუფალი ჯინსები, დიდზე დიდი ბათინკები სახეტიალოდ და უფრო ტევადი ზურგჩანთა მუდმივ თანამგზავრად – 22 წლის ნინი შარაშიძე ძალიან ჰგავს შემოდგომას. მე თუ მკითხვათ, ის არის კიდეც მოსიარულე ფოთოლცვენა, სუსხს გაქცეული სითბო და ბევრი, ძალიან ბევრი ფერადი ფერიც.
მგონი, ის იმ იშვიათ ახალგარზდათა შორისაა, რომლის გარდერობშიც არ მოიპოვება საერთოდ შავი ფერის არაფერი.
ყველა მისი ტანსაცმელი, ბლოკნოტი თუ ზურგჩანთა მას ჰგავს, ფერადი, ხალისიანი და სიცოცხლით სავსეა.

როგორი ხარ მეთქი, რომ ვკითხე, დიდხანს იფიქრა. გავიფიქრე, ალბათ, საკუთარი თავის დახასიათება უჭირს- მეთქი, აღმოჩნდა, იხსენებდა რაღაცას.
საკუთარი ცხოვრების ფრაზა მითხრა საყვარელი წიგნიდან :
-„ მიყვარს იმ ჯიშის სულდგმულები, მე რომ ვეკუთვნი. მიყვარს ადამიანები”
ჰაინრიხ ბოილის კლოუნის თვალთახედვა წლებია, მისი საყვარელი წიგნია, სამჯერ წაიკითხა და იცის, რომ კიდევ უნდა წაიკითხოს, რადგან ამ ამოუწურავ მარაგში შეძლებს, კიდევ იპოვოს ბევრი ახალი და საინტერესო რამ.

„ ვფიქრობ, რომ წიგნის პერსონაჟს ვგავარ. ჰანსივით, მეც მაწუხებს ქრონიკული მელანქოლია და მეც ისევე განვიცდი ადამიანის დაკარგვას, როგორც – ის. მომწონს მისი ხედვა ყველა საკითხისადმი, განსაკუთრებით, რელიგიიისადმი და ერთგულებისადმი. ის ისე აღიქვამს უმცირეს დეტალებსაც კი, რომ მაშინვე გინდება, შენც განიცადო იგივე. „

მზარდად სენსიტიური და ქრონიკულად მელანქოლიური – ასე ხედავს საკუთარ ანარეკლს გვერდიდან .
უყვარს ფოტოგრაფია, ცხოვრება უყვარს ფერადი, ადამიანები განსაკუთრებით და წიგნები, რომლებსაც სურნელებით არჩევს ხოლმე.
ბავშვობაში დედა უკითხავდა ზღაპრების კრებულსს, რომელსაც უცნაური სათაური ჰქონდა, მერე წიგნიც მასთან ერთად ათენებდა ღამეებს და ნინის ცხოვრებაში მარტინ იდენის კულტით დაწყებული პერსონიზაცია-რომანტიზაცია დღემდე გრძელდება.
საქმეც მოხერხებული და მისთვის კომფორტული იპოვა.
არის იქ, სადაც თბილა, სადაც ბევრი ფერი და სიფერადეა, სადაც წიგნები და სიყვარულიც ბევრია.
ნინი წიგნის მაღაზიაში მუშაობს, ეხმარება ადამიანებს წიგნების შერჩევაში, საუბრობს მათთან ერთად, განიხილავს სხვადასხვა პერსონაჟსა თუ ფაბულას, მერე, ცხელი ჩაის ჭიქით ხელში, თავისუფალ დროს, აივანზე ჩამომჯდარი, თვითონაც ტკბება კითხვით.

ნინის გარშემო ისევ ბევრი წიგნი, ბლოკნოტი თუ სხვა ლამაზი ხელნაკეთი ნივთია.
სიბრძნეთშემგროვებელია. საყვარელი წიგნებიდან ფრაზებს, ეპიზოდებს თუ გამონათქვამებს იწერს ერთ დიდსა და გაზაფხულიან ბლოკნოტში და აგროვებს. ეს ახირებული ჩვევა ბავშვობიდან გადმოყვა და ახლა ეს შეგროვებული, ნინისეული ბიბლიოთეკა ხშირად ეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული სირთულის დაძლევაში.
პროფესიით კულტურული ტურიზმის მენეჯერია. პროფესიაც უცნაური და ახირებული აქვს მასსავით. არც დიდად გავრცელებული და ცნობილია ეს საქმე. არც ნინია სხვების მსგავსი.
წელს დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის კულტურული ტურიზმის ფაკულტეტი და იცის, რომ ახლა, ყველაზე მეტად, მაღაზიაში წიგნების გაყიდვა და ხალხთან ამ სახით ურთიერთობა მოსწონს.

წერს ბლოგებს, ჩანახატებს, რომლებსაც მხოლოდ მეგობრებს უზიარებს.
წლების განმავლობაში, იყო მოხალისე სხვადასხვა ბავშვთა სახლში. არა მხოლოდ ბავშვების აღზრდაში იღებდა მონაწილეობას, ასევე – ადმინისტრაციას ეხმარებოდა მნიშვნელოვანი აქტების შედგენასა და წერაში .
ამჟამად, რადიოში აქვს საკუთარი ბლოგი, სადაც სოციალურ თემატიკაზე და სოციალურ პრობლემებზე ესაუბრება მსმენელს.
მის ფოტოგრაფიაშიც ჭარბობს სოციალური თემატიკა.
თავიდან, შემოდგომის სიყვითლე მის პალიტრაში თანამედროვეობის მძიმე სოცილაურმა ფონმა ჩაანაცვლა.

ამჟამად, ახალი ფოტოწამოწყება აქვს. იღებს ადამიანის ხელებს , ფიქრობს, რომ ეს ბევრად მეტს მეტყველებს ადამიანზე, ვიდრე, მთლიანად, ერთიანობაში თავად ადამიანი.
უყვარს სიმარტივეში აღქმული ცხოვრების აზრი. მიაჩნია, რომ უბრალოდ გაზქურაზე შემოდებული ჩაიდანი ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ჩაიდანი.
უყვარს ადამიანები, ცნება ადამიანის, შემოდგომა უყვარს, სიფერადე და თბილი ჩაი, რომლის გარეშეც არ შეუძლია სუსხიან საღამოებში გათბობა.
კუბოკრული პერანგებით, დიდი ზურგჩანთებით, მოსიარულე ქაოსით ნინი ძალიან ჰგავს ფერად გოგონას სხვადასხვა გვერდიდან, ნინი კი ძალიან მართალია და ძალიან ნათელიც.
მიაჩნია, რომ ერთი უბრალო და ჯიუტი გურულია, რომელსაც რედიოჰედის მოსმენა, ჩანახატების წერა, შავ-თეთრი ფოტოების გადაღება და წვიმაში სეირნობა უყვარს. ფრანგულ ფილმებსაც სიამოვნებით უყურებს, თუმცა ჯერ მხოლოდ ინგლისურად. აპირებს, მალე ისწავლოს სიყვარულის ენა, რომ უკეთ შეძლოს ამ სანახაობით ტკბობა.
ფიქრობს, რომ წინა ცხოვრებაში კატა იყო. ძალიან უყვარს ეს ღუნღულა ცხოველები. ზოგადად, ცხოველები უყვარს. უკვე ორი წელია, ვეგეტარიანელია.
ნინის სივი, გარდა ტურიზმ-ფოტოგრაფია-ბლოგერობისა, კიდევ ერთ საინტერსო დეტალს იტევს. ის ბავშვობიდან მღერის. დებთან ერთად, ფოლკლორით იყო გატაცებული. ამჟამად, გიტარაზე უკრავს, ისიც, მხოლოდ, მეგობრებისთვის.

არ ვიცი, მეჩვენება თუ მართლა ასეა, ეს გოგო მეტისმეტად ბევრ რამეს აკეთებს მხოლოდ მეგობრებისთვის. მე კიდევ ვფიქრობ, რომ მას, ასეთ ნიჭიერს, ლაღს და ფერადს, უფრო მეტი და მეტი უნდა იცნობდეს.
თავმდაბალი ნინი ხატვის სწავლაზე ოცნებობს, ბავშვობაში თამაშით დაწყებული საქმით კი ისევ განაგრძობს თვითგამოხატვას.

ნახეთ მისი სურათები, უბრალოდ, ნახეთ და მიხვდებით, დაინახავთ ნინის შიგნით კოსმიურ სამყაროს, ფერად ქაოსს, მოსიარულე შემდოგომას, რომელსაც მზე და ადამიანები უყვარს.

ანა ურუშაძე

ათვლის წერტილი – საუკუნეები

[:ge]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალ წელს ითვლის. ამ მრავალი წლის მანძილზე ის ვითარდებოდა და ვითარდება ახლაც, სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საინტერესო და შემეცნებითი მიზნებით დღემდე უზრუნველყოფს. ის გაოცებას წლების და საუკუნეების წინანდელი მონაპოვარითაც იწვევს. კავკასიის ნომერ პირველი უნივერსიტეტი თავის კედლებში არაერთ მუზეუმს მოიცავს: არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, მინერალოგიის, პალეონტოლოგიის, უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმსა და ქართული ემიგრაციის მუზეუმს. ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმები უნივერსიტეტის განივ კორპუსში (ბიოლოგების კორპუსი) მდებარეობს.

ზოოლოგიის მუზეუმი
ისტორია
ზოოლოგიის მუზეუმი აკადემიკოს ნიკო კეცხოველის მიერ ჩამოყალიბდა 1946 წელს. უნივერსიტეტის შექმნასთან ერთად, ჩამოყალიბდა მედიცინისა და ბიოლოგიის ფაკულტეტები. თავდაპირველად, ეს ფაკულტეტი უნივერსიტეტის მესამე კორპუსში იყო განთავსებული. სწავლების პროცესში ისეთი ექსპონატების აუცილებლობა დადგა, რომელიც მასალის უკეთ თვალსაჩინოებას შეუწყობდა ხელს.

პირველად, მას კაბინეტის სახე ჰქონდა. ბევრი მასალის დაგროვების გამო, საჭირო გახდა მისი გაფართოება და ჩამოყალიბდა ზოოლოგიის მუზეუმი. იყო ორი კათედრა – უხერხემლოთა ზოოლოგიისა და ხელხემლიანთა ზოოლოგიის. ექსპედიციების დროს, თითოეული კათედრა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აგროვებდა მასალას. მუზეუმის შექმნის შემდეგ ყველა მასალა ერთად შევიდა მასში. 1984 წელს ფაკულტეტი მესამედან განივ კორპუსში გადავიდა, რადგან კორპუსში სამხედრო კათედრა შევიდა და შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. დარბაზის დამთავრებამდე, ეს მასალები აუდიტორიებში ინახებოდა.

 1985 წელს, განივ კორპუსში, ოფიციალურად გაიხსნა ზოოლოგიის მუზეუმი. ქალბატონი მზია ჯაველიძე ამ მუზეუმში მუშაობს, ის სპეციალისტია და დამთვალიერებლებსაც ის მანპინძლობს. მისი თქმით, როდესაც წამოვიდნენ მესამე კორპუსიდან, იყო ასეთი დაპირება, რომ მათ დახვდებოდა ახალი კარადები, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამიტომ, იძულებული გახდნენ, ძველი კარადები გადმოეტანათ, რომლებიც არ იყო სადემონსტრაციოდ გამოსადეგი. ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე. “2009 წელს იყო შესაძლებლობა, განახლებულიყო მუზეუმი. გადმოტანისას ბევრი ექსპონატი დაზიანდა. მალევე გაკეთდა რემონტი, განახლდა დარბაზი, განახლდა კარადები” – აღნიშნავს ქალბატონი მზია. მასვე ეკუთვნის კარადების, მაგიდებისა და დარბაზის დიზაინი როგორც ამჟამინდელი, ასევე – წინა მუზეუმისა. ზოოოგიის მუზეუმის შესახებ დღეს ბევრი იწერება და, მედიის მიერ, სხვადასხვა სახის მასალა მზადდება. 2006 წლიდან, ზოოლოგიის მუზეუმი საუნივერსიტეტო ერთეულად მიიჩნევა.

დამთვალიერებლები
ზოოლოგიის მუზეუმს ბევრი მნახველი სტუმრობს. განივის კორპუსის სტუდენტები, გარდა სალექციო კურსის ფარგლებისა, თავისუფალ დროს, ხშირად ათვალიერებენ მუზეუმს. გარდა ბიოლოგებისა, მას სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც სტუმრობენ. განსაკუთრებული აქტიურობით, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც გამოირჩევიან. წინასწარ შეთანხმებით და სურვილის მიხედვით, ქალბატონი მზია მათ ექსპონატებს ათვალიერებინებს და დამატებით, დეტალურ ინფორმაციებს აწვდის.

 მუზეუმს, გარდა თბილისის მოსახლეობისა, რუსთავიდან, ფოთიდან, გორიდან, ხაშურიდან და სხვა ქალაქებიდანაც აკითხავენ. საუნივერსიტეტო კონფერენციების შემდეგ მას აზერბაიჯანელი და სომეხი სტუმრებიც ათვალიერებენ და აღნიშნავენ, რომ მათ მსგავსი ექსპონატები არ აქვთ. ექსპონატების დასათვალიერებლად საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მოჰყავთ ხოლმე, რომლებსაც, თემატიკის მიხედვით, სხვადასხვა სახის ინფორმაციებს აწვდიან.

ექსპონატები

 მუზეუმი, გარდა სასწავლო დანიშნულების ექსპონატებისა, ზოგად და მრავალფეროვან მასალას ინახავს. დამთვალიერებელს აქ შეუძლია, ნახოს ბეჰემოტის თავის ქალა, აფრიკაში მობინადრე ანტილოპა “ორექსის” რქები, კენგურუს ჩონჩხი, ლომების ჩონჩხები. აქვე ნახავთ ტიბეტის ხოხობს, რომელიც გაკეთებილია დავით სარაჯიშვილის ოჯახში. მუზეუმში წარმოდგენილია ფრინველთა უნიკალური კოლექცია, რომელიც მოიცავს საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას – ხოხობი, როჭო, გნოლები, დურაჯი, კოდალა, ოფოფი… მოთავსებულია, ასევე, ფრინველები სხვადასხვა ქვეყნიდან – ინდოეთი, ჩინეთი…

განსაკუთრებული ექსპონატია ჟირაფი, რომელიც, დიდი ზომის გამო, უნივერსიტეტის მესამე კორპუსიდან გადმოტანის დროს, ძლიერ დაზიანდა და მასზე სამი რესტავარტორი მუშაობდა. ინახება შავი ზღვის ზვიგენი, ორბი, სვავი… ასევე – ტახი ლაგოდეხის ნაკრძალიდან, მაკაკა…

 მუზეუმში, მცირე რაოდენობით, ბუდეებსაც ნახავთ. ის ინახავს ისეთ ექსპონატებსაც, როგორიცაა ადამიანებისა და ფაუნის ემბრიონები, შინაგანი ორგანოები, ძუძუმწოვრები, დელფინები, ღამურები, ქვეწარმავლები, ამფიბიები, დრაკონები, ქამელეონები, მახრჩობელა გველები, მწერები… ზემოხსენებული მასალები ფორმალინის სითხეშია მოთავსებული. ამავე მუზეუმშია შესაძლებელი მოლუსკების, კიბორჩხალების, პარაზიტების, წეროების, გედების, ფლამინგოების, ზღარბების ნახვა.
აღსანიშნავია, რომ ზოოლოგიის მუზეუმის ბევრი ექსპონატი “წითელ წიგნშია” შეტანილი. აქ არის დაცული გარეული კატები, რომლებიც საქართველოს ფაუნას წარმოადგენს, ასევე – ტყის კატები და ლელიანის კატები. ამასთან – მთის არწივი ყაზბეგიდან. მუზეუმი დამთვალიერებელს იმ ფრინველების კვერცხებსაც სთავაზობს, რომლებიც საქართველოში ბუდობს. გარდა ჩამოთვლილისა, მუზეუმი სხვა არერთ ექსპონატს ინახავს. მეტნაკლებად, ყველას აქვს ეტიკეტი და მოკლე ანოტაცია.

 ზოგიერთი ფრინველს ორი ეტიკეტი ახლავს – ერთ-ერთია ძველი ეტიკეტი(კავკასიური მუზეუმის) და მეორე – ახალი. ყველა ექსპონატი დარიშხანის ხსნარითაა გაჟღენთილი. უახლოეს დღეებში, იგეგმება ექსპონატების შეწამვლა, რის შედეგადაც, ორი კვირით, მუზეუმი დაიკეტება, რადგან ხსნარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ფიტულების შეწამვლა აუცილებელია, რათა ექსპონატები სამუზეუმო ჭიისგან, ჭიანჭველებისგამ და, შესაბამისად, დაზიანებისგან დაიცვას.
აღსანიშნავია “შთაბეჭდილებების წიგნი”, რომელიც ზოოლოგიის მუზეუმშია და ყველა იმ სტუმრისა და დამთვალიერებლის შთაბეჭდილებებს ინახავს, რომელსაც, წლების მანძილზე, მუზეუმის ექსპონატები დაუთვალიერებია.

პალეონტოლოგიური მუზეუმი
ისტორია
პალეონტოლოგიის მონოგრაფიული მუზეუმის დაარსება გამოჩენლი მეცნიერისა და აკადემიკოსის, ალექსანდრე ჯანელიძის სახელთანაა დაკავშირებული. დაარსდა 1926 წელს, თსუ-ის პირველ კორპუსში. აქვე იყო გეოლოგიის ფაკულტეტი. ჯანელიძემ უნივერსიტეტი საფრანგეთში დაამთავრა, გეოლოგიის მიმართულებით. მან სწორედ საფრანგეთიდან, სადაც იყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პალეონტოლოგიური მუზეუმი, (რომელშიც ინახებოდა პალეონტოლოგიური მასალა მსოფლიოს მასშტაბით), წამოიღო ავეჯის ესკიზები და ნახაზები. პალეონტოლოგიური მუზეუმის ამჟამინდელი ინვენტარის გარკვეული ნაწილი იმ ნახაზების მიხედვითაა შქემნილი. როცა ის გაფართოვდა, ახალი ავეჯიც დაემატა.

 ალ. ჯანელიძემ, ამონეტების სახით, პირველმა შეისწავლა პალეონტოლოგიური მასალა. ის ამავე მუზეუმშია დაცული და ეწოდება “კოლხედიდები”. მოგვიანებით, ეს მუზეუმი პირველი კორპუსიდან უნივერსიტეტის განივ კორპუსში გადავიდა. ყველა ექსპონატი, რომელიც ამჟამად განივის კორპუსის პალეონტოლოგიურ მუზეუმშია წარმოდგენილი, სრულიად გეოლოგიის უნივერსიტეტსი მასალაა. გარკვეული დროის შემდეგ, გეოლოგიის უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და, შესაბამისად, მუზეუმიც მას აჩუქა.

დამთვალიერებელი
ნინო ლაფაჩიშვილი პალეონტოლოგიური მუზეუმის მენეჯერია, სპაციალობით – გეოლოგი. მისი თქმით, უნივერსიტეტის განივ კორპუსში პალეონტოლოგიური მუზეუმის არსებობის შესახებ, ზოოლოგიური მუზეუმისგან განსხვავებით, ბევრმა არ იცის. მისი უმთავრესი დამთვალიერებელი უნივერსიტეტის სტუდენტობაა. სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში კი, მუზეუმს, ძირითადად, მეცხრე კლასს ზემოთ მოსწავლეები სტუმრობენ.

ექსპონატები

 პირველი ნიმუშები, რომელმაც პალეონტოლოგიური მუზეუმის დაარსებას დაუდო საფუძველი, არის ჯანელიძის ამონეტები. აქ მოთავსებული ყველა მასალა გეოლოგებსა და პალეონტოლოგებს ეკუთვნის. გამოფენილი მასალა წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე – უკრაინას, სომხეთსა და აზერბაიჯანს. მუზეუმში ინახება ქეთევან ნუცუბიძის “ძირულის მასივის ლიასური (ასაკი) ღრუბლები (განამარხებული ორგანიზმები)”. მირიან თოფჩიშვილის, ივანე კახაძის, გიგა ზესაშვილის და სხვათა მიერ მოპოვებული ექსპონატები. ნინო ლაფაჩიშვილის თქმით, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცაა გეოლოგები გასულა ველზე საკუთარი საქმიანობის ფარგლებში და უპოვნია ისეთი რამ, რაც, ახლა, პალეონტოლოგიის მუზეუმში ინახება.

 მუზეუმშია დაცული თენგიზ პაიჭაძის მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოპოვებული მასალა, რაც უნიკალურია სწორედ იმის გამო, რომ ისინი ხსენებულ ტერიტორიებზეა ნაპოვნი. შეიძლება ითქვას, მუზეუმში დაცული მასალა სრულიად საქართველოს ფარგლებს მოიცავს. ინახება ივანე რუხაძის ამონეტებიც. ნუნუ ბენდუქიზე პირველი სპეციალისტი იყო მარჯნებისა. სწორედ მის მიერ მოპოვებული მარჯნებია წარმოდგენილი მუზეუმში, რომელიც მოიცავს როგორც საქართველოს, ისე – ყირიმსა და სომხეთს. დაცულია განამარხებული ზღარბები და სხვა ცხოველები. შეგიძლიათ, ნახოთ ფესვების, თესლების, სპორებისა და ფოთლების ქვებზე აღნაბეჭდები. ასევე, მედეა უზნაძის მიერ გოდერძის წყებიდან (უღელტეხილი) წამოღებული მასალა ფოთლების აღნაბეჭდების სახით.

 როდესაც მუზეუმი გეოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნოდა, მისი დირექტორი თინათინ დვალი იყო. მუზეუმში მის მიერ მოპოვებული მასალაცაა წარმოდგენილი. თინათინ თვალის შემდეგ დირექტორის თანამდებოდა ნანა სამხარაძემ დაიკავა და მუზეუმის ამჟამინდელი გამოფენაც სწორედ მას ეკუთვნის. დაცულია ნიკო სხირტლაძის მიერ ლისის ტბაზე ნაპოვნი დანამარხებული ხე. სხირტლაძე პეტროლოგი იყო და ნაპოვნი მასალა პალეონტოლოგებს აჩუქა. ამავე მუზეუმში ინახება ქუთაისის (წყალტუბო) დინოზავრის ნაფეხურის აღნაბეჭდი, რომელიც თაბაშირშია მოთავსებული. ასევე – აკადემიკოს მიხეილ კაკაბაძის “საქართველოს კოლხიდიდები “, 1971 წლის კოლექცია.

იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, მუზეუმის ამჟამინდელი ინვენტარი, თავის დროზე, სველი მასალისგან დამზადდა, დღეს ეს საკითხი პრობლემაა. პრობლემაა იმდენად, რამდენადაც მასალა, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია. ზემოხსენებული ავეჯის შემთხვევაში, კარის მიხურვაც კი დაბრკოლებას წარმოადგენს.

 ზოოლოგიის მუზეუმში 5000-მდე სადემოსტრაციო ეგზემპლარია წარმოდგენილი. პალეონტოლოგიის მუზეუმში მოთავსებული მასალა, რეგიონში შეგროვებულ ნამარხი ორგანიზმების გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის, ამიერკავკასიის, საფრანგეთისა და ესპანეთიდან ჩამოტანილ მასალას მოიცავს. მიუხედევად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ამ უნიკალური ექსპონატებისა, ამავე უნივესტიტეტის სტუდენტების გარკვეული ნაწილი მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

მარიამ ტიელიძე[:ru]თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალ წელს ითვლის. ამ მრავალი წლის მანძილზე ის ვითარდებოდა და ვითარდება ახლაც, სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საინტერესო და შემეცნებითი მიზნებით დღემდე უზრუნველყოფს. ის გაოცებას წლების და საუკუნეების წინანდელი მონაპოვარითაც იწვევს. კავკასიის ნომერ პირველი უნივერსიტეტი თავის კედლებში არაერთ მუზეუმს მოიცავს: არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, მინერალოგიის, პალეონტოლოგიის, უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმსა და ქართული ემიგრაციის მუზეუმს. ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმები უნივერსიტეტის განივ კორპუსში (ბიოლოგების კორპუსი) მდებარეობს.

ზოოლოგიის მუზეუმი
ისტორია
ზოოლოგიის მუზეუმი აკადემიკოს ნიკო კეცხოველის მიერ ჩამოყალიბდა 1946 წელს. უნივერსიტეტის შექმნასთან ერთად, ჩამოყალიბდა მედიცინისა და ბიოლოგიის ფაკულტეტები. თავდაპირველად, ეს ფაკულტეტი უნივერსიტეტის მესამე კორპუსში იყო განთავსებული. სწავლების პროცესში ისეთი ექსპონატების აუცილებლობა დადგა, რომელიც მასალის უკეთ თვალსაჩინოებას შეუწყობდა ხელს.
პირველად, მას კაბინეტის სახე ჰქონდა. ბევრი მასალის დაგროვების გამო, საჭირო გახდა მისი გაფართოება და ჩამოყალიბდა ზოოლოგიის მუზეუმი. იყო ორი კათედრა – უხერხემლოთა ზოოლოგიისა და ხელხემლიანთა ზოოლოგიის. ექსპედიციების დროს, თითოეული კათედრა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აგროვებდა მასალას. მუზეუმის შექმნის შემდეგ ყველა მასალა ერთად შევიდა მასში. 1984 წელს ფაკულტეტი მესამედან განივ კორპუსში გადავიდა, რადგან კორპუსში სამხედრო კათედრა შევიდა და შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. დარბაზის დამთავრებამდე, ეს მასალები აუდიტორიებში ინახებოდა.
1985 წელს, განივ კორპუსში, ოფიციალურად გაიხსნა ზოოლოგიის მუზეუმი. ქალბატონი მზია ჯაველიძე ამ მუზეუმში მუშაობს, ის სპეციალისტია და დამთვალიერებლებსაც ის მანპინძლობს. მისი თქმით, როდესაც წამოვიდნენ მესამე კორპუსიდან, იყო ასეთი დაპირება, რომ მათ დახვდებოდა ახალი კარადები, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამიტომ, იძულებული გახდნენ, ძველი კარადები გადმოეტანათ, რომლებიც არ იყო სადემონსტრაციოდ გამოსადეგი. ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე. “2009 წელს იყო შესაძლებლობა, განახლებულიყო მუზეუმი. გადმოტანისას ბევრი ექსპონატი დაზიანდა. მალევე გაკეთდა რემონტი, განახლდა დარბაზი, განახლდა კარადები” – აღნიშნავს ქალბატონი მზია. მასვე ეკუთვნის კარადების, მაგიდებისა და დარბაზის დიზაინი როგორც ამჟამინდელი, ასევე – წინა მუზეუმისა. ზოოოგიის მუზეუმის შესახებ დღეს ბევრი იწერება და, მედიის მიერ, სხვადასხვა სახის მასალა მზადდება. 2006 წლიდან, ზოოლოგიის მუზეუმი საუნივერსიტეტო ერთეულად მიიჩნევა.

დამთვალიერებლები
ზოოლოგიის მუზეუმს ბევრი მნახველი სტუმრობს. განივის კორპუსის სტუდენტები, გარდა სალექციო კურსის ფარგლებისა, თავისუფალ დროს, ხშირად ათვალიერებენ მუზეუმს. გარდა ბიოლოგებისა, მას სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც სტუმრობენ. განსაკუთრებული აქტიურობით, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც გამოირჩევიან. წინასწარ შეთანხმებით და სურვილის მიხედვით, ქალბატონი მზია მათ ექსპონატებს ათვალიერებინებს და დამატებით, დეტალურ ინფორმაციებს აწვდის.
მუზეუმს, გარდა თბილისის მოსახლეობისა, რუსთავიდან, ფოთიდან, გორიდან, ხაშურიდან და სხვა ქალაქებიდანაც აკითხავენ. საუნივერსიტეტო კონფერენციების შემდეგ მას აზერბაიჯანელი და სომეხი სტუმრებიც ათვალიერებენ და აღნიშნავენ, რომ მათ მსგავსი ექსპონატები არ აქვთ. ექსპონატების დასათვალიერებლად საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მოჰყავთ ხოლმე, რომლებსაც, თემატიკის მიხედვით, სხვადასხვა სახის ინფორმაციებს აწვდიან.

ექსპონატები
მუზეუმი, გარდა სასწავლო დანიშნულების ექსპონატებისა, ზოგად და მრავალფეროვან მასალას ინახავს. დამთვალიერებელს აქ შეუძლია, ნახოს ბეჰემოტის თავის ქალა, აფრიკაში მობინადრე ანტილოპა “ორექსის” რქები, კენგურუს ჩონჩხი, ლომების ჩონჩხები. აქვე ნახავთ ტიბეტის ხოხობს, რომელიც გაკეთებილია დავით სარაჯიშვილის ოჯახში. მუზეუმში წარმოდგენილია ფრინველთა უნიკალური კოლექცია, რომელიც მოიცავს საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას – ხოხობი, როჭო, გნოლები, დურაჯი, კოდალა, ოფოფი… მოთავსებულია, ასევე, ფრინველები სხვადასხვა ქვეყნიდან – ინდოეთი, ჩინეთი…
განსაკუთრებული ექსპონატია ჟირაფი, რომელიც, დიდი ზომის გამო, უნივერსიტეტის მესამე კორპუსიდან გადმოტანის დროს, ძლიერ დაზიანდა და მასზე სამი რესტავარტორი მუშაობდა. ინახება შავი ზღვის ზვიგენი, ორბი, სვავი… ასევე – ტახი ლაგოდეხის ნაკრძალიდან, მაკაკა…
მუზეუმში, მცირე რაოდენობით, ბუდეებსაც ნახავთ. ის ინახავს ისეთ ექსპონატებსაც, როგორიცაა ადამიანებისა და ფაუნის ემბრიონები, შინაგანი ორგანოები, ძუძუმწოვრები, დელფინები, ღამურები, ქვეწარმავლები, ამფიბიები, დრაკონები, ქამელეონები, მახრჩობელა გველები, მწერები… ზემოხსენებული მასალები ფორმალინის სითხეშია მოთავსებული. ამავე მუზეუმშია შესაძლებელი მოლუსკების, კიბორჩხალების, პარაზიტების, წეროების, გედების, ფლამინგოების, ზღარბების ნახვა.
აღსანიშნავია, რომ ზოოლოგიის მუზეუმის ბევრი ექსპონატი “წითელ წიგნშია” შეტანილი. აქ არის დაცული გარეული კატები, რომლებიც საქართველოს ფაუნას წარმოადგენს, ასევე – ტყის კატები და ლელიანის კატები. ამასთან – მთის არწივი ყაზბეგიდან. მუზეუმი დამთვალიერებელს იმ ფრინველების კვერცხებსაც სთავაზობს, რომლებიც საქართველოში ბუდობს. გარდა ჩამოთვლილისა, მუზეუმი სხვა არერთ ექსპონატს ინახავს. მეტნაკლებად, ყველას აქვს ეტიკეტი და მოკლე ანოტაცია.
ზოგიერთი ფრინველს ორი ეტიკეტი ახლავს – ერთ-ერთია ძველი ეტიკეტი(კავკასიური მუზეუმის) და მეორე – ახალი. ყველა ექსპონატი დარიშხანის ხსნარითაა გაჟღენთილი. უახლოეს დღეებში, იგეგმება ექსპონატების შეწამვლა, რის შედეგადაც, ორი კვირით, მუზეუმი დაიკეტება, რადგან ხსნარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ფიტულების შეწამვლა აუცილებელია, რათა ექსპონატები სამუზეუმო ჭიისგან, ჭიანჭველებისგამ და, შესაბამისად, დაზიანებისგან დაიცვას.
აღსანიშნავია “შთაბეჭდილებების წიგნი”, რომელიც ზოოლოგიის მუზეუმშია და ყველა იმ სტუმრისა და დამთვალიერებლის შთაბეჭდილებებს ინახავს, რომელსაც, წლების მანძილზე, მუზეუმის ექსპონატები დაუთვალიერებია.

პალეონტოლოგიური მუზეუმი
ისტორია
პალეონტოლოგიის მონოგრაფიული მუზეუმის დაარსება გამოჩენლი მეცნიერისა და აკადემიკოსის, ალექსანდრე ჯანელიძის სახელთანაა დაკავშირებული. დაარსდა 1926 წელს, თსუ-ის პირველ კორპუსში. აქვე იყო გეოლოგიის ფაკულტეტი. ჯანელიძემ უნივერსიტეტი საფრანგეთში დაამთავრა, გეოლოგიის მიმართულებით. მან სწორედ საფრანგეთიდან, სადაც იყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პალეონტოლოგიური მუზეუმი, (რომელშიც ინახებოდა პალეონტოლოგიური მასალა მსოფლიოს მასშტაბით), წამოიღო ავეჯის ესკიზები და ნახაზები. პალეონტოლოგიური მუზეუმის ამჟამინდელი ინვენტარის გარკვეული ნაწილი იმ ნახაზების მიხედვითაა შქემნილი. როცა ის გაფართოვდა, ახალი ავეჯიც დაემატა.
ალ. ჯანელიძემ, ამონეტების სახით, პირველმა შეისწავლა პალეონტოლოგიური მასალა. ის ამავე მუზეუმშია დაცული და ეწოდება “კოლხედიდები”. მოგვიანებით, ეს მუზეუმი პირველი კორპუსიდან უნივერსიტეტის განივ კორპუსში გადავიდა. ყველა ექსპონატი, რომელიც ამჟამად განივის კორპუსის პალეონტოლოგიურ მუზეუმშია წარმოდგენილი, სრულიად გეოლოგიის უნივერსიტეტსი მასალაა. გარკვეული დროის შემდეგ, გეოლოგიის უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და, შესაბამისად, მუზეუმიც მას აჩუქა.
დამთვალიერებელი
ნინო ლაფაჩიშვილი პალეონტოლოგიური მუზეუმის მენეჯერია, სპაციალობით – გეოლოგი. მისი თქმით, უნივერსიტეტის განივ კორპუსში პალეონტოლოგიური მუზეუმის არსებობის შესახებ, ზოოლოგიური მუზეუმისგან განსხვავებით, ბევრმა არ იცის. მისი უმთავრესი დამთვალიერებელი უნივერსიტეტის სტუდენტობაა. სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში კი, მუზეუმს, ძირითადად, მეცხრე კლასს ზემოთ მოსწავლეები სტუმრობენ.

ექსპონატები
პირველი ნიმუშები, რომელმაც პალეონტოლოგიური მუზეუმის დაარსებას დაუდო საფუძველი, არის ჯანელიძის ამონეტები. აქ მოთავსებული ყველა მასალა გეოლოგებსა და პალეონტოლოგებს ეკუთვნის. გამოფენილი მასალა წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე – უკრაინას, სომხეთსა და აზერბაიჯანს. მუზეუმში ინახება ქეთევან ნუცუბიძის “ძირულის მასივის ლიასური (ასაკი) ღრუბლები (განამარხებული ორგანიზმები)”. მირიან თოფჩიშვილის, ივანე კახაძის, გიგა ზესაშვილის და სხვათა მიერ მოპოვებული ექსპონატები. ნინო ლაფაჩიშვილის თქმით, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცაა გეოლოგები გასულა ველზე საკუთარი საქმიანობის ფარგლებში და უპოვნია ისეთი რამ, რაც, ახლა, პალეონტოლოგიის მუზეუმში ინახება.
მუზეუმშია დაცული თენგიზ პაიჭაძის მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოპოვებული მასალა, რაც უნიკალურია სწორედ იმის გამო, რომ ისინი ხსენებულ ტერიტორიებზეა ნაპოვნი. შეიძლება ითქვას, მუზეუმში დაცული მასალა სრულიად საქართველოს ფარგლებს მოიცავს. ინახება ივანე რუხაძის ამონეტებიც. ნუნუ ბენდუქიზე პირველი სპეციალისტი იყო მარჯნებისა. სწორედ მის მიერ მოპოვებული მარჯნებია წარმოდგენილი მუზეუმში, რომელიც მოიცავს როგორც საქართველოს, ისე – ყირიმსა და სომხეთს. დაცულია განამარხებული ზღარბები და სხვა ცხოველები. შეგიძლიათ, ნახოთ ფესვების, თესლების, სპორებისა და ფოთლების ქვებზე აღნაბეჭდები. ასევე, მედეა უზნაძის მიერ გოდერძის წყებიდან (უღელტეხილი) წამოღებული მასალა ფოთლების აღნაბეჭდების სახით.
როდესაც მუზეუმი გეოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნოდა, მისი დირექტორი თინათინ დვალი იყო. მუზეუმში მის მიერ მოპოვებული მასალაცაა წარმოდგენილი. თინათინ თვალის შემდეგ დირექტორის თანამდებოდა ნანა სამხარაძემ დაიკავა და მუზეუმის ამჟამინდელი გამოფენაც სწორედ მას ეკუთვნის. დაცულია ნიკო სხირტლაძის მიერ ლისის ტბაზე ნაპოვნი დანამარხებული ხე. სხირტლაძე პეტროლოგი იყო და ნაპოვნი მასალა პალეონტოლოგებს აჩუქა. ამავე მუზეუმში ინახება ქუთაისის (წყალტუბო) დინოზავრის ნაფეხურის აღნაბეჭდი, რომელიც თაბაშირშია მოთავსებული. ასევე – აკადემიკოს მიხეილ კაკაბაძის “საქართველოს კოლხიდიდები “, 1971 წლის კოლექცია.
იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, მუზეუმის ამჟამინდელი ინვენტარი, თავის დროზე, სველი მასალისგან დამზადდა, დღეს ეს საკითხი პრობლემაა. პრობლემაა იმდენად, რამდენადაც მასალა, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია. ზემოხსენებული ავეჯის შემთხვევაში, კარის მიხურვაც კი პრობლემას დაბრკოლებას წარმოადგენს.
ზოოლოგიის მუზეუმში 5000-მდე სადემოსტრაციო ეგზემპლარია წარმოდგენილი. პალეონტოლოგიის მუზეუმში მოთავსებული მასალა, რეგიონში შეგროვებულ ნამარხი ორგანიზმების გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის, ამიერკავკასიის, საფრანგეთისა და ესპანეთიდან ჩამოტანილ მასალას მოიცავს. მიუხედევად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ამ უნიკალური ექსპონატებისა, ამავე უნივესტიტეტის სტუდენტების გარკვეული ნაწილი მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
[:en]თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალ წელს ითვლის. ამ მრავალი წლის მანძილზე ის ვითარდებოდა და ვითარდება ახლაც, სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საინტერესო და შემეცნებითი მიზნებით დღემდე უზრუნველყოფს. ის გაოცებას წლების და საუკუნეების წინანდელი მონაპოვარითაც იწვევს. კავკასიის ნომერ პირველი უნივერსიტეტი თავის კედლებში არაერთ მუზეუმს მოიცავს: არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, მინერალოგიის, პალეონტოლოგიის, უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმსა და ქართული ემიგრაციის მუზეუმს. ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმები უნივერსიტეტის განივ კორპუსში (ბიოლოგების კორპუსი) მდებარეობს.

[:]

პრესის სავარაუდო მომავალი

ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის ინფორმირებას ჟურნალისტიკა ემსახურება. ეს უკანასკნელი, დღესდღეობით, სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს. მედიასაშუალებების მრავალფეროვნებას საქართველოშიც ვხვდებით. ჩვენს ქვეყანაში გვესმის საუბრები იმის შესახებ, რომ პრესას „გადაშენება“ ემუქრება. ამ მოსაზრების არსებობას არაერთი მოტივი განაპირობებს.

  საქართველოში პრესას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში ის პროპაგანდისა და აგიტაციის უპირველესი საშუალება იყო. ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული „ივერია“ ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული და ქართველებში ნაციონალიზმის განმტკიცებას ემსახურებოდა. „დროება“  ქართველების ინტელექტუალურ განვითარებას ისახავდა მიზნად. „ცისკრის“  მიზანი, მხატვრული ლიტერატურის მეშვეობით, ქართველების აზროვნების განვითარება იყო.  დღევანდელ საქართველოში ბეჭდური მედია საზოგადოების ინფორმირებაზეა ორიენტირებული. ეცნობა თუ არა ეს უკანასკნელი პრესას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩემ მიერ ჩატარებულ ინტერნეტგამოკითხვასა  და შესაბამის სტატისტიკას გთავაზობთ. კვლევაში მონაწილეობა 200-მა ადამიანმა მიიღო. თითოეულმა მათგანმა კითხვარი საკუთარი სურვილით შეავსო. მონაწილეობა ნებისმიერ პიროვნებას შეეძლო. პირველ ყოვლისა, გამოკითხულთა ასაკობრივ სტატისტიკას გთავაზობთ:

რაც შეეხება მონაცემებს იმის შესახებ, კითხულობენ თუ არა ისინი ჟურნალ-გაზეთებს:

როგორც ჩანს, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი, 67%, პრესას არ ეცნობა. რა განაპირობებს ამას?

  მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არ ეცნობა პრესას, ამის მთავარ მიზეზად ინტერნეტის არსებობას ასახელებს. მას მიაჩნია, რომ მაშინ, როცა ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, პრესის კითხვა დროის ფლანგვაა. 67% (იმ ნაწილის, ვინც კითხულობს ბეჭდურ მედიას) ჟურნალ-გაზეთებში დაწერილ მასალას არ ენდობა. ამის ძირითად მოტივად ის პოლიტიკური იდეოლოგიებით დატვირთულ მასალას ასახელებს. მათი ნაწილის შეფასებით, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთი სხვადასხვა პარტიის იდეების მატარებელია და მოწოდებული ინფორმაცია – მიკერძოებული.

  ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67%, ანუ ის ნაწილი, ვინც კითხულობს ბეჭდურ მედიას, უპირატესობას შემდეგ ჟურნალ-გაზეთებს ანიჭებს:

  როგორც ვხედავთ, გაზეთ „კვირის პალიტრას“ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი, 26% ეცნობა. მეორე ადგილს კი გაზეთი „ასავალ-დასავალი“ იკავებს.

  საქართველოში პრესით მოსახლეობის დაინტერესებას ხვითა დიმიტრიშვილი აფასებს. ის  ჟურნალ-გაზეთებს ყიდის. მისი თქმით, იმის მთავარი მიზეზი, რომ პრესა ნაკლებად იყიდება, მათზე დაწესებული მაღალი ფასებია. როგორც ის ამბობს, საზოგადოებას აქვს ინტერესი, გაეცნოს ბეჭდურ მედიას, მაგრამ ღირებულება მას ხელს უშლის. დიმიტრიშვილის თქმით, ყველაზე კარგად გაზეთი „კვირის პალიტრა“ და „ასავალ-დასავალი“ იყიდება. ჟურნალებს რაც შეეხება, ძირითადად, მოსახლეობა  „სარკესა“ და „თბილისელებს“ კითხულობს. ბატონი  ხვითა პრესის პოლიტიკური ნიშნებით დატვირთვაზეც საუბრობს  და, ამ უკანასკნელს, იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს, რომ მოსახლეობის ინტერესი ბეჭდური მედიის მიმართ – დაბალია.

  ნინო გასვიანი ოთხი წელია, რაც ჯიხურში ჟურნალ-გაზეთებს ყიდის. როგორც ის ამბობს, კლიენტების, შედარებით, მცირე ნაწილი, პრესას მისი შინაარსის მიხედვით კითხულობს და სასურველი რუბრიკის მიხედვით არჩევს. მათი უმეტესი ნაწილი კი, სისტემურად, ერთსა და იმავე გამოცემას ეცნობა. მისივე შეფასებით, ყველაზე კარგად გაზეთ  „კვირის პალიტრასა“ და „ახალ თაობას“  ყიდის. როგორც ქალბატონი ნინო ამბობს, გაყიდული ჟურნალ-გაზეთების რაოდენობაზე გავლენას ის წიგნებიც ახდენს, რომელიც მათ მოჰყვება და, ამ უკნასკნელს, „პრესის რეალიზებისთვის გონივრულ გამოსავალს უწოდებს“.

  „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორი, გიორგი კვიტაშვილი, გაზეთის წარმატების მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, გაზეთი 1995 წლიდან არსებობს. ამ პერიოდიდან მოყოლებული რედაქციის მიზანი იყო და არის, საზოგადოებას ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობამ სწორი და ნამდვილი ინფორმაცია შეიტყოს. როგორც კვიტაშვილი ამბობს, „კვირის პალიტრა“ მრავალფეროვანია, სანდო და ნებისმიერი გემოვნების მკითხველზე მორგებული, რის გამოც მოსახლეობა მას კითხულობს. რედაქტორის შეფასებით, საქართველოში პრესას გაქრობა არ ემუქრება მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტსივრცის განვითარებამ გაზეთების ტირაჟზე გავლენა მოახდინა. მისივე თქმით, ინტერნეტსივრცე მცირე მასალების მიწოდებაზეა ორიენტირებული, პრესა კი ხალხს ანალიზს აწვდის. კვიტაშვილის თქმით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში „კვირის პალიტრა“ კიდევ უფრო მეტი ტირაჟით იყიდება, ვიდრე – ადრე.

  საქართველოში პრესის მდგომარეობას „პრაიმ თაიმის“ მთავარი რედაქტორი, თამარ ფხაკაძეც აფასებს. რედაქტორის თქმით, სოციალური მედია პროაქტიული გახდა და, ამ მიზეზით, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბეჭდურმა მედიამ საქართველოშიც უკანა პლანზე გადაინაცვლა. „ეს, ალბათ, ასაკობრივი ნიშნით შეგვიძლია, დავყოთ. 60 წელს ზემოთ ადამიანებს არ აქვთ წვდომა და ინტერესი სოციალური მედიის მიმართ. ახალგაზრდები გაზეთს არ ყიდულობენ, თუ ეს პროფესიული ნიშნით არ არის განპირობებული, ან თუ მასალა მათ არ ეხება“ – ამბობს ფხაკაძე. რედაქტორის თქმით, იმ ფაქტს, რომ ჟურნალ-გაზეთები მაღალი ტირაჟით არ იყიდება, მათი ფასიც განაპირობებს. „მე ვფიქრობ, მთელი რიგი მიზეზებია, რის გამოც ბეჭდური მედია უკანა პლანზეა“-თქვა მან. ფხაკაძეს მიაჩნია, რომ ბეჭდური მედია მომავალშიც იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ რედაქციები მას მისაღებსა და საინტერესოს გახდის.

  საქართველოში ჟურნალ-გაზეთებს გაქრობა არ ემუქრება. ამის თქმის საშუალებას ქართული პრესის რედაქტორების შეფასებები იძლევა. მის მიმართ, შედარებით, დაბალი ინტერესის ძირითადი მოტივები პრესაზე დაწესებული მაღალი ფასები, ინტერნეტსივრცის არსებობა და მასალის პოლიტიკური ნიშნებით დატვირთვაა. სტატისტიკა კი იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ პრესას ყოველთვის ეყოლება საკუთარი მკითხველი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

საქართველოში შემოსაზღვრული საქართველო

გორის ოკუპირებული სოფლების მონახულება რომ გაქვს გადაწყვეტილი და იქაურ ტერიტორიებს კარგად იცნობ, ზუსტად იქ მოხვდები, სადაც გინდა, რომ მოხვდე. ისიც შეიძლება, სოფლების თანმიმდევრობა კარგად არ იცოდე და  შემთხვევით სხვა, დაუგეგმავ სოფელში ამოჰყო თავი. რა მნიშვნელობა აქვს, გორის ოკუპირებულ ტერიტორიას მაინც ესტუმრები. მეჯვრისხევი ის „სხვა სოფელია“. სოფელში უცხოდ ჩასული, რაღაცეებით გაოცებული და ერთადერთი მიზნით მისული, რომ ადგილობრივებისა და რუსი ოკუპანტების „ჰარმონიას“ შეავვლო თვალი, გზადაგზა, არაერთ სირთულეს ხვდები.  მეჯვრისხეველები ჰაერში თითით ხაზავენ იმ გზას, რომელიც გზააბნეულ სტუდენტს მავთულხლართებამდე მიიყვანს. ეს ის „საზღვარია“, რომლიც გადაკვეთის უფლება ქართველს არ აქვს, ოკუპანტ რუსებს კი, ვერ ვიტყვით, რომ დისკომფორტს უქმნის. სწწორედ ამ საზღვრის სიახლოვეს, საზღვრიდან 100-200 მეტრის მანძილიდან, რუსებს არაერთი ქართველი გაუტაციათ შემდეგი მოტივით-მან საზღვარი გადაკვეთა. ამ მანძილს მიახლოებულ ქართველს მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ გარკვეულ ზიანს მიიღებ და უნდა გიხაროდეს და გიკვირდეს, თუ ოკუპანტი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოგაყენებს და არ გაგიტაცებს შენსავე ტერიტორიაზე. შენსავე ტერიტორიაზე, მითუმეტეს მაშინ, როცა, ცხადია, რუსების მიერ გატარებულ საზღვარსაც კი არ კვეთ. ეს ის საოკუპაციო ხაზია, რომელიც, სულ რამდენიმე დღის უკან, ოკუპანტებმა, სულ რამდენიმე მეტრით გადმოწიეს თავიანთ სასარგებლოდ. ამით მდგომარეობა გაუარესდა. საქართველოს ტერიტორიაზე გავლებული რუსული საზღვარი; ზღვარს აქეთ დაძაბული მოსახლეობა, შეზღუდული მესაქონლეები, ზღვარს იქით კი ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენლები – რეალობა, რომელსაც დღეს მეჯვრისხევში ნახავთ.

   49 წლის მარიკა ხომასურიზე სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს ცხოვრობს. ის, ცხადია, ყოველთვის დაძაბული და შეზღუდულია. უჭირს და ეშინია, საკუთარი ოჯახის რომელიმე წევრი უყურადღებოდ დატოვოს და შედარებით შორ მანძილზე გაუშვას. გარდა საოკუპაციო ვითარებისა, ხომასურიძე სოფელ მეჯვრისხევის სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, სოფელს ყურადღებას საერთოდ არავინ აქცევს. სამი თვეა, რაც თავის რვასულიან ოოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს იმ მიზეზით, რომ აღმოჩნდა, მისი შვილი მუშაობდა. მას უკვირს, როგორ შეიძლება ამის მიზეზად გამოყენება და ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, მსგავს ვითარებაში თავის გატანა.

     სოფელში გართობის, განათლების მიღებისა და სამოქალაქო აქტივობებისთვის არანაირი პირობა არ არსებობს. ამის აღსაქმელად ტერიტორიებისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი კმარა – მიწასთან გასწორებული შენობები, საავადმყოფო, კლუბები – მეჯვრისხევის ყოფილი რაიონული ცენტრი მოსწორებუილა.

    28 წლის თეონა ტატიაშვილი მეჯვრისხევის ადგილობრივი მკვიდრია. ის ახალგაზრდების დასაქმების პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთელი ახალგაზრდობა უმუშევარია, სამუშაო ადგილები არ არის. გარდა ამ პრობლემისა, ის სოფლის მეურნეობაზეც საუბრობს. მისი თქმით, აზრი არ აქვს მოსავლის აღებას, რადგან, სოფელში არსებული არაჯანსაღი გარემოს გამო, მედიკამენტებში მეტი თანხა სჭირდებათ. ვისაც შედარებით მეტის შესაძლებლობა აქვს, დაზღვევას აკეთებს. მოსავლის გამო მოსახლეობა ვალებსაც იღებს. თეონა არ გეგმავს, სოფელი დატოვოს და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს. მიჩვეულია თავის სოფელს და სულ აქ აპირებს დარჩენას.

      სოფელში, რომელშიც, 2008 წლის ომამდე, სიცოცხლე ჩქეფდა და განვითარების იმედებიც იყო, დღეს, ბავშვებისთვის, გასართობი მოედანიც კი არ არის – ისინი სამანქანო გზაზე თამაშობენ და, ფაქტობრივად, მათი სიცოცხლე ყოველთვის საფრთხეშია. ამ თემასთან დაკავშირებით, ადგილობრივები, გორის მუნიციპალიტეტის სახელზე განცხადების დაწერას გეგმავენ, თუმცა დიდ იმედებს არ იტოვებენ. სოფელში დაზიანებული ხიდიცაა, რომელიც მეჯვრისხევს სხვა სოფელთან აკავშირებს. ამ ხიდისა და სხვა პრობლემების შესახებ სოფ.მეჯვრისხევის ადგილობრივი მკვიდრი, 28 წლის ნათია ტატიაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ ხიდმა სხვადასხვა ხელისუფლება გამოიცვალა, თუმცა დღემდე წარმოადგენს საშიშ პუნქტს, რადგან ჩანგრეულია და, კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში, მოლოდინი აქვს, რომ პირველს მას დააზიანებენ. როგორც ნათია ამბობს, გამომდინარე იქიდან , რომ მეჯვრისხევი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მდებარეობს, მისი მოსახლეობის მიმართ გარკვეული შეღავათები უნდა იყოს. ის მადლობელია ხელისუფლებისა იმის გამო, რომ უმაღლესი განათლების მიღებას აფინანსებენ, მაგრამ აწუხებს ფაქტი, რომ მაინც შეუძლებელია სწავლა იმის გამო, რომ, ელემენტარული პირობების შექმნისთვისაც, გარკვეული ფინანსებია საჭირო. თვითონ ნათიამ ორჯერ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები,  თუმცა სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. პროფესიულ სასწავლებელში სწავლა მათთვის უფასოა. ნათიაც ამ სასწავლებლის სტუდენტია, ოფის-მენეჯერის პროფესიაზე. ის საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არსებულ შედარებით რბილ პოლიტიკაზეც საუბრობს. „მე ვფიქრობ, ეს არის დიპლომატიის ერთ-ერთი ფორმა. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. შერბილებული პოლიტიკა, ჩემი აზრით, არის დიპლომატიური სვლა. რაღა დროს ომია XXI-ე საუკუნეში. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ რუსეთს ხელი ჩამოვართვათ. ხალხს არ უნდა ომი“ – ამბობს ნათია. ის საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატოში შესვლის საკითხსაც აფასებს. მისი თქმით, თუ ევროპასა და ამერიკას საქართველოს დახმარება უნდოდა, 2008 წელს, როცა საქართველო მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ დაეხმარებოდა და მხოლოდ შეშფოთებით არ შემოიფარგლებოდა. ის გულისხმობს არა ჰუმანიტარულ, არამდე – სამხედრო რესურსს. უნდა ითქვას, რომ გამოსავალს, სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის ნაწილი, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაში ხედავს.

   ვისი იმედიც უნდა ჰქონდეს საქართველოს სამომავლოდ, რეალობა ასეთია – საქართველო ოკუპირებულია საქართველოში. აქ რუსეთმა მიწასთან გაასწორა ცოცხალი წარსული, შეანელა დღევანდელი დღის რიტმი და ბუნდოვანი გახადა ადგილობრივების მომავალი. მეჯვრისხეველები ხსნას რუსეთისთვის ხელის ჩამორთმევაში ხედავენ. „საოკუპაციო ხაზი“ კი ადგილობრივების ეზოებს უახლოვდება.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

გენდერული (უ)თანასწორობა

საქართველოს კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ, ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და თავისუფლებებთან დაკავშირებით, არაერთ  განმარტებას ვხვდებით. ვკითხულობთ მუხლებს, რომლებშიც საუბარია გენდერული თანასწორობის შესახებ შრომითი ურთიერთობებისას, სახელმწიფო გარანტიების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სფეროში, საინფორმაცი რესურსებით თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში, გენდერული თანასწორბის  უზრუნველყოფაზე საოჯახო ურთიერთობებში და სხვ.თითოეულ შემთხვევაში საუბარია ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორობაზე.საბოლოოდ, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას.

ხშირად გვესმის მსჯელობა გენდერული თანასწორობისა და, ზოგადად, გენდერის შესახებ.  სიტყვა გენდერი მიღებულია საზოგადოების მიერ, მაგრამ ყოველთვის არ არის სრულყოფილად გაგებული. გენდერი სოციალური სქესია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქცევას საზოგადოებაში და ამ ქცევის აღქმას საზოგადოების მიერ. საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ ტერმინ გენდერს ასე განმარტავს – „სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე“.სტატისტიკა ასეთია – ყოველი მე-11 ქალი ძალადობის მსხვერპლია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ფაქტის არსებობაში, კაცებთან ერთად, ქალებსაც მიიჩნევს დამნაშავედ. ქალები საკუთარი ისტორიულ მოვალეობად მიიჩნევენ, რომ მათი მოვალეობა მხოლოდ რეცხვა, საჭმლის მომზადება და საკუთარ მეუღლეზე ზრუნვაა.

 „The Global Gender Gap“-ის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით, 2006 წელს, საქართველო, 135 ქვეყანას შორის, გენდერული თანასწორობის ხარისხის მიხედვით, 54-ე ადგილზე იყო, 2007 წელს – 67-ე, 2008 წელს – 82-ე, 2009 და 2010 წლებში 88-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2011-იდან 2014 წლის ჩათვლით 85-ე, ან 86-ე ადგილზე იყო.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით,  საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში, 2003-2004 სასწავლო წლიდან 2013-2014 სასწავლო წლამდე, მდედრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობა აღემატება მამრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობას. შესაბამისად, განვითარების ამ ეტაპზე, არ ხდება ქალთა გენდერული დისკრიმინაცია. ეკონომიკური აქტივობების მიხედვით სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული შედეგებით, აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) მიხედვით, მამაკაცები ჭარბობენ ქალბატონებს.ეს ინფორმაცია არსებითად ეწინააღმდეგება „The Global Gender Gap“-ის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მონაცემებს, სადაც საქართველო 86-ე ადგილზეა.

 საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის იანვარში დაამტკიცა 2014−2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის საკითხებში. დაინერგა პრობაციონერი ქალების სარეაბილიტაცი პროგრამები; საბავშვო ბაღები გახდა უფასო – ორგანული კანონით აიკრძალა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლისა და კვების მომსახურებისთვის გადასახდელის დაწესება; ამოქმედდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია ქალთა და გოგონათა სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად; ამოქმედდა ფოლის მჟავის მიწოდების პროგრამა, რომელიც ახდენს ნაყოფის ენცეფალური პრობლემების პრევენციას.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2001 წელს შემოვიდა (როგორც UNIFEM) რეგიონული პროექტით ქალები კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისთვის სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 2006 წელს დასრულდა.UNIFEM-მა საქართველოში საქმიანობა 2008 წელს განაახლა, აიყვანა მრჩეველი გენდერის საკითხებში, გახდა გაეროს გუნდის აქტიური წევრი, თავმჯდომარეობდა გენდერის თემატურ ჯგუფს და შეასრულა გადამწყვეტი როლი გენდერის ჩართვაში გაეროს 2012 – 2014 წლების განვითარების ხელშეწყობის გეგმაში.ამეტაპზე, საქართველოში UN Women-ის პორთფოლიო შედგება ინტერვენციებისაგან შემდეგ სფეროებში: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება; ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა; ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება; გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა ორიენტირებულია  ძირითად მიზანზე: არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის  გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული მიზნის მხარდასაჭერად  UN Women საქართველოში მუშაობს შემდეგ თემებზე:

  • ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;
  • ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
  • ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება;
  • გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.

აღსანიშნავია გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობა. საქართველოს ხელისუფლების როგორც აღმასრულებელ, ასევე – საკანონმდებლო შტოში, შექმნილია გენდერული თანასწორობის მექანიზმები –  გენდერული თანასწორობის სამთავრობო კომისია და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო.საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევა სირთულეებთან ასოცირდება.ეს იმის გამო, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი წარსული ქადაგებდა და, მეტ-ნაკლებად, დღესაც ქადაგებს, რომ მამაკაცს მეტი უფლებები და თავისუფლებები აქვს, ვიდრე – ქალს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

„ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია და ამის საოცრად მადლიერი ვარ“-ნინა შაკიაშვილი

    ხელოვანი ადამიანი ვერ გახდები, თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაქვს ამის ნიჭი; ვერ გახდები, თუ მატერიალური სამყარო გხიბლავს, თუ არ გიყვარს ოცნება, ფიქრი რაღაც სხვაზე-ახალსა და განსაკუთრებულზე. ხელოვნება-ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, ამიტომ ის უფრო მეტად თანდაყოლილია, ის შინაგანი ძალა და ენერგია, რაც ადამიანის შიგნითაა.  ბავშვობიდან იწყება ნინას შემოქმდებეის ისტორია. გოგონასი, რომელმაც  საკუთრი შემოქმედება ერთი სახელის „Nina’s Art Room-ის“ ქვეშ გააერთიანა. ასე იწყება იმ გოგოს ისტორია, რომელმაც საკუთრი თავი ხელოვნებაში იპოვა. სრულიად შემთხვევით, მაგრამ დღეს ზუსტად იცის,რომ ეს მისი საყვარელი საქმეა, რომლის კეთების სურვილი ყოველთვის ექნება.

ხუთი წლის იყო,პირველი ნამუშევარი რომ შექმნა, სრულიად შემთხვვით და დამოუკიდებლად. არავინ მიხმარებია, არავის უსწავლებია, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა. დღემდე ასეა. სკოლის დამთვრების შემდეგ სრულიად სხვა გზას გაჰყვა და ხელოვნებაც დროებით მიივიწყა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, მიხვდა, რომ რაღაცის შექმნა შეეძლო და ამას დიდი სიყვარულითა და მონდომებით აკეთებდა. მას შემდეგ არ გაჩერებულა. სულ ქმნის რაიმეს, ბეჭედს, ყელსაბამს, ჩარჩოს, საათს, ხატავს სკამებს, კედლებს. დღეს ნინა შაკიაშვილი ხელოვნებით ცხოვრობს და თავისი შემოქმედების გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება.

 მოგვიყევით თქვენზე, როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედების გზა?

 ბავშვობიდან ვაკეთებ რაღაცებს, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისს. ჩემი პირველი ნამუშევარი ხუთი წლის ასაკში იყო – გობელინი, რომელიც სრულიად დამოუკიდებლად შევქმენი. რა თქმა უნდა, მაშინ პატარა ვიყავი და ამისთვს არ  მიმიქცევია ყურადღება. ისე გამოვიდა, რომ, ამის შემდეგ, შემოქმედებაზე ბევრი აღარ მიფიქრია. სკოლის დამთვრების შემდეგ პროფესია ტურიზმის მიმართულებით გავაგრძელე. არასდროს მიმიღია რაიმე სახის განათლება ხატვის, ან, კონკრეტულად, პოლიმერულ თიხაზე მუშობის კუთხით. ყველაფერი თავისთავად გამოვიდა. ხშირად  ვფიქრობ, საიდან მოდის ეს ენერგია, შთაგონება. ზოგჯერ, როდესაც ახალ ნივთს ვაკეთებ, მგონია, რომ ეს უკვე გაკეთებული მაქვს. ვიღებ უბრალოდ ძაფს, ნემსს და ჩვეულებრივად ვაკეთებ, ამისთვის არ მჭირდება ზედმეტი ფიქრი, წვალება, წინასწარი ესკიზის შექმნა. ეს ყველაფერი ღვთისგან მოდის და ამის მადლიერი ვარ. მაქვს იმის უნარი, შევქმნა საოცრად ლამაზი ნივთი და შემდეგ სხვა გავახარო.

როდის გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ ხელნაკეთი ნივთები?

 გამომიჩნდა მცირე დრო და  ძალიან მომინდა შემექმნა რაიმე. გამომეყენებინა  ის შინაგანი ენერგია, რომელიც, ამდენი წლის განმავლობაში, გროვდებოდა. გადავწყვიტე, თავდაპირველად, რაღაც ისეთი გამეკეთებინა,  რისი მასალაც სახლში უკვე მქონდა და ამაზე ფიქრი არ მომიწევდა.  დავიწყე კედლის საათებიდან. ვიყენებდი ბოთლებს, ქაღალდის ხელსახოცებს,. ვამზადებდი სანათებს, ბრებს. სამკაულებზე არც მიფიქრია. ამ ნივთებსაც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ვაკეთებდი. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამ ყველაფერს ფართო სახეს მივცემდი. ასევე, ერთ-ერთი ფაქტორი,რის გამოც დავიწყე ნივთების დამზადება, მოგზაურობის სიყვარულია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. იმდენად სავსე, ბედნიერი ვბრუნდები იმ ადგილიდან, რომ მინდა, მე თავად შევქნა რაღაც ლამაზი, ჩემი შთაგონება და ემოცია გადავიტანო ჩემს ნამუშევრებში.

 როდის შეიქმნა „„Nina’s Art Room“?

 დამეწყო სამკაულების შექმნა – ეს იდეა ჩემი მეგობრებისგან წამოვიდა. ისინი  მთხოვდნენ, მათთვის გამეკეთებინა სხვადასხვა სამკაული და რადგან მეც შემეძლო, უარს არ ვეუბნებოდი. გავაკეთე რამდენიმე ბეჭედი და აქედან დაიწყო ყველაფერი, გადავწყვიტე, რომ უკვე რეგულარულად შემექმნა ნამუშევრები.  გვირილებით დავიწყე ჩემი სამკაულების შექმნა. შემდეგ, საზოგადოებას იმდენად მოეწონა, რომ დღესაც, ძირითადად, გვირილებით ვამზადებ სამკაუებს. მათი ემოციები და სურვილები მაძლევს იმის ენერგიას, რომ გავაკეთო რაღაც კიდევ სხვა, კარგი, განსაკუთრებული, ისეთი, რაც მათ მოეწონებათ და დააინტერესებთ. თუმცა, ზოგს კესანები უყვარს, ზოგს ყაყაჩო. მოგვიანებით, შევქმენი საიტი. ჩემს ნამუშევრებს ვუღებდი ფოტოებს და ვტვირთავდი. უკვე 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩემი ნამუშევერბით ფართო საზოგადოება დაინტერესდა, გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მომეკიდა ხელი.

 რასთან არის დაკავშირებული  ბრენდის სახელწოდება?

 პირველად, როდესაც ნამუშევრების კეთება დავიწყე, მქონდა ოთხი, რომელიც მთლიანად ჩემი გემოვნებით იყო მოწყობილი.მისი ყოველი დეტალი, ყოველი კუთხე ისეთი იყო, როგორიც მე მინდოდა. სწორედ ამ ოთახში დავიწყე ნივთების დამზადება,  ამ ადგილას შევქმენი ბევრი საყვარელი, ახალი, ჩემთვის ძვირფასი ნივთი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამერქმია ისეთი სახელი, რომლის მონაწილე  ჩემი ჯადოსნური ოთახიც იქნებოდა. ასე გაჩნდა „Nina’s Art Room“.

 რა მასალას იყენებთ ნამუშევრების დასამზადებლად და, ძირითადად, რა სახის ნაკეთობებს ამზადებთ?

 ძირითადად, სამკაულებს ვამზადებ. ასევე,  ვაკეთებ დეკორაციებს. როდესაც ვიწყებ რაღაცის კეთებას, არის შემთხვევები, იმაზე უკეთესი გამოდის, ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ისეთი კარგი არ გამოდის, როგორიც მინდოდა. თუმცა, ძირითადად,  ისეთი გამოდის,  როგორსაც ვფიქრობდი. ამ ეტაპზე ნივთებს პოლიმერული თიხისგან ვაკეთებ. რადგან სამუშაოდ  უფრო მოქნილი, მყარი და ლამაზია. ასევ ვიყენებ ისეთ ნივთებს და ისეთ მასალას, რაც უკვე აღარ გამოიყენება და გადასაგდებად არის გამზადებულია.  ვცდილობ, განვაახლო  ეს ნივთები და რაღაც ახალი დანიშნულებით გამოვიყენო.

რამდენად ხშირად ქმნით ნივთებს საკუთარი თავისთვის?

 საკუთარი თავისთვის ნივთებს საკმაოდ იშვიათად ვამზადებ. თუმცა ძალიან ბევრი ნივთი მაქვს დატოვებული,პირველი ნამუშევრები განსაკუთრებით და, ასევე, თუ რაღაც ძალიან ლამაზი და უცხო გამოდის, მათ აუცილებლად ვიტოვებ. ისინი ჩემთვის განსაკუთრებული და ძალიან ღირებულია. მას ვერ გავყიდი ვერანაირ ფასად. არ აქვს მნიშვნელობა, რა მასალა და რამდენად ლამაზია, მაგრამ ის ჩემთვის შეუფასებელია.  როდესაც ნამუშევარს ვინმესთვის  ვამზადებ,  აუცილებლად უნდა ვაჩუქო. მაგრამ, თუ რაღაცას ჩემთვის ვამზადებ და მეუბნებიან, რომ ძალიან მოსწონთ და ვაჩუქო, იმის გაჩუქება  და გაყიდვა ძალიან მიჭირს. შემიძლია,  მსგავსი დავუმზადო და ის ვაჩუქო, მაგრამ არა ის, რაც ჩემთვის გავაკეთე.

 რითი განსხვავდება თქვენი ნანუშევრები, რის გამოც ისინი უნდა შეიძინოს მყიდველმა?

ჩემი ნამუშევრები განსხვავდება სხვებისგან იმით, რომ ყველა ფოთოლს, თითოეულ დეტალს, თითოეულ წერტილს, ხელით ვქმნი. არ ვიყენებ მზა ფორმებს, ყალიბებს მის გასაკეთებლად. ყველაფერი ხელით მზადდება, ამიტომ, თითოეული ნამუშევარი განსხავდება.ძალიან რომ მინდოდეს, ზუსტად მსგავს ვერც შევქმნი.

 რა არის თქვენ საქმეში განსაკუთრებული, რის გამოც ის გიყვართ?

 ეს ყველაფერი შინაგანად მოდის, შინაგანი მოთხოვნილებაა. შექმნის პროცესი კიდევ უდიდესი ბედნიერებაა. როდესაც რაღაცის გაკეთება მინდა და რაიმეს ვქმნი, ეს შვებაა ჩემთვის. შეიძლება, ღამეები გავათენო იმაზე ფიქრში, თუ როდის გავაკეთებ.  ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გამოხატავ შენს შინაგან მდგომარეობას ისე, როგორც გინდა. საბოლოო ჯამში, იღებ შედეგს და ამით გადასცემ სხვას შენს ემოციებს. შემდეგ ეს ენერგია დადებითად ისევ გიბრუნდება.  როდესაც პირველად საათი გავაკეთე, ამუშავდა და  წიკწიკი დაიწყო, ეს საოცარი შეგრძნება იყო.

მიყვარს – ადამიანები, ბუნება, სიცოცხლე.

მიხარია –მიზნის მიღწევა, დაკარგულის პოვნა, უანგარო სიკეთე,  პოზიტიური ამბები.

ვოცნებობ –  ნათელ. თბილ. მყუდრო  სახელოსნოზე, ფერადყვავილებიანი ეზოთი.

ვგრძნობ – როგორ ვიზრდები  შემომედებითად.

შემიძლია–  მტრის სიყვარული.

არ შემიძლია… ვფიქრობ, მთავარი უფლის წყალობა და სურვილია, შეუძლებელი რა უნდა იყოს,

მრცხვენია…  როცა მაქებენ, ან კომპლიმენტს მეუბნებიან.

მწამს –  ღმერთის.

ვინახავ…   ყველაზე  უფუნქციო (მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვან)  ნივთს, ჩანაწერს, ჩანახატს.  რომელიც რომელიმე ადამიანთან, ან მოგონებასთან არის  დაკავშირებული

მწყინს..      როცა საიდუმლოს ვერ მინახავენ და ამით მე მათ ნდობას ვკარგავ.

როგორ მიყვარს– მიყვარს უანგაროდ და უპირობოდ.

რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი– საფრანგეთში ან იტალიაში, თუმცა, მივიჩნევ, რომ მე და ჩემი ქვეყანა ერთმანეთს ვჭირდებით და სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

ის, რისი თქმაც მინდა/მინდოდა და ახლა ვიტყვი თქვენთან… მინდა, რომ ყველა ადამიანი თავისი საყვარელი საქმიანობით იყოს დაკავებული, ვფირობ, ეს ერთერთი გზაა,  ვიყოთ მეტად კეთილები, ბედნიერები, ძლიერები და ჯანმრთელები… კი, ასეა, რადგან ადამიანი, რომელიც საყვარელ საქმეს აკეთებს, არ აქვს იმის დრო და სურვილი, ცუდზე იფიროს, განსაკუთრებით ბავშვებს ეხება… ყველა მშობელს ვთხოვ, ნუ ჩამოაშორებენ საყვარელ საქმიანობას, ნიჭი ღმერთის საჩუარია და უნდა დავაფასოთ

ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ– ყველაფერი კარგად იქნება..

ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი

„მექანიკური ფორთოხალი“, როგორც ქართულად თავისუფალი ექსპერიმენტი

„სპექტაკლზე 16 წლამდე მაყურებლები არ დაიშვებიან“- გვაფრთხილებს აფიშა „თავისუფალი თეატრის“ შესასვლელში. ეს ცალკეული ინტრიგა და დიდი ინტერესია, ჩემი აზრით კი, საკმაოდ კარგად გათვლილი ნაბიჯი, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ აკრძალული ხილი უფრო ტკბილია. თუმცა, ამჯერად, ეს აკრძალვა მოქმედებს და დარბაზში აკრძალულ ასაკს ქვემოთ მაყურებლებს ვერ შეამჩნევთ, სამაგიეროდ, კარგადშესამჩნევია სცენაზე ოთხი ეკრანი და ცისფერ ფონზე გაცოცხლებული აფხაზეთის ომის კადრები. ცისფერი და ლურჯი ფერი, მომდევნო ორი საათის მანძილზე, მაყურებლის თანმდევი ტალღაა, რომელიც სცენაზე ოთხ ბოროტმოქმედსა და დარბაზში მაყურებელს დამალობანას ეთამაშება. საბედნიეროდ, თამაში არ „უწევს“ ეპოქასა და დროს, როცა ყველაფერი ქართული ერთი დიდი ექსპერიმენტის ნაწილი იყო. ამჯერად, ექსპერიმენტი მტვრიან სცენაზე ცოცხლდება და ვიტრინებზე აკრული ოთხი „ძმაკაცის“ სახე სამუდამოდ ამახსოვრდება მაყურებელს. ალექსი, ჯორჯი ბიჭი, ბნელო და კოსტა – „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე „მექანიკური ფორთოხალი“ თამაშდება, როგორც კიდევ ერთი ქართული, თავისუფალი ექსპერიმენტი.

  „მექანიკური ფორთოხალი“ 1962 წელს ენტონი ბერჯესმა დაწერა. წიგნი კიდევ უფრო პოპულარული 1972 წელს გახდა, როცა სტენლი კუბრიკმა ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი გადაიღო. ფილმი საკულტო ნაწარმოებად, ხოლო მალკოლმ მაკდაუელი (ალექსის როლის შემსრულებელი) ინგლისელების საყვარელმსახიობადიქცა. 60-იან წლებში დაწყებული ექსპერიმენტი 2012 წელს რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა თეატრის სცენაზე გააცოცხლა. სპექტაკლი ფილმისა და წიგნისგან არსობრივად განსხვავდება, მაგრამ სიუჟეტურ ხაზს, ძირითადად, იმეორებს. სპექტაკლში „თავისუფალი თეატრის“ მსახიობები – აპოლონკუბლაშვილი, ჯაბაკილაძე, გიორგი ჯიქია,ლაშაგურგენიძე,სლავანათენაძე და სხვები მონაწილეობენ. ის დღემდე წარმატებით იდგმება და მაყურებლებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე იყიდება იმ ექსპერიმენტის სანახავად, რომელიც რეჟისორმა ქართულ რეალობას მოარგო. მაშ ასე, „ვშვებით-მეთქი რამეს?“

  90-იანი წლების თბილისი, მხედრიონი, ქუჩებში გამეფებული ტერორი, ბოთლის ნამსხვრევებით დაფარული ქვაფენილი, სისხლით მორწყული ბალახი და პეროვსკაია – ქუჩა, რომელზეც „სისხლიანი ღამეები“ დროგამოშვებით იმართებოდა. „მექანიკური ფორთოხალის“ მოქმედება იმ დროის პეროვსკაიაზე ხდება. სცენაზე ჩანს იმ დროის ქუჩა, სერგო ქობულაძის გაცრეცილი და გაცვეთილი ილუსტრაციებით გაფორმებული ვიტრინები და ზედ აკრული ოთხი ადამიანი. ნახატები ძველია, ისევე, როგორც დრო, რომელსაც ასახავს. თამარისდროინდელი საქართველო და „ოქროს ხანა“ უკვე წარსულია, წარსულია ასევე მეგობრობა, მამაცობა, ნდობა, პატივისცემა. მათ ადგილს ომსგადარჩენილი, მხედრიონის ზურგსამოფარებული, ქუჩაში გავარდნილი ახლაგაზრდები იკავებენ, რომლებიც, ისედაც შეშინებულ და აფორიაქებულ მოსახლეობას, შიშის ზარს სცემენ.

  ოთხი მეგობრის თავგადასავალიც სწორედ აქ იწყება. ალექსი, ჯორჯი ბიჭი, ბნელო და კოსტა ძველი, განუყრელი მეგობრები არიან, ჩვენ წინაშე თავს „მხედრიონით“ იწონებენ და „საგმირო“ საქმეების ჩასადენად მიემართებიან. ამ გზაზე შემთხვევით შემხვედრი მასწავლებელი მათი პირველი მსხვერპლი ხდება, მისთვის საყვარელი წიგნები კი – საყოველთაო დაცინვის და ქილიკის მიზეზი. ბიჭები ყოველმხრივ ცდილობენ თავის გამოჩენას და სწორედ აქ ხდება მათი მაყურებლის წინაშე „გრანდიოზული“ წარდგენა. ალექსიმათი ლიდერია, შედარებით მოზომილი და გაწონსაწორებული ბელადი. მუსიკაზე შეყვარებულიჯორჯი ბიჭი, რომელსაც ჯგუფის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია – იდეების გენერატორია, თამამი და „საქმის“ დამწყები, გამგრძელებელი და შემსრულებელი. ბნელო – ბნელი იდეებით მოცული პროვოკატორი, კარიერისტი და პატივმოყვარე „მეგობარი“ და კოსტა, თითქოსდა მათთან შემთხვევით მოხვედრილი და „გულუბრყვილო“, მეგობრებს აყოლილი ძმაკაცი, რომლისთვისაც მთავარი „გუნდია“.

მასწავლებელი ბიჭების მსხვერპლი პირველი ვიტრინის წინ ხდება. ვიტრინიდან სისასტიკის ფონად ქობულაძის ნახატია, „წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი“. ამით კი ის დასტურდება, რომ მეგობრებისთვის წმინდა არაფერი არსებობს. მოხუცი მასწავლებლის ლაბადაში შემთხვევით ნაპოვნი წერილები, საყვარელი წიგნები საბოლოოდ ქაღალდის ნაკუწებად იქცევა, თავად მოხუცის გვამზე მიმოფანტული. ერთადერთი იმედის გაელვება კოსტას სულში გამოძახილია, რომელიც ვერ ხვდება თუ რით დაიმსახურა მოხუცმა სიკვდილი. მეგობრებში კი კონფლიქტი იწყება, თუმცა კოსტამ მაინც როგორ ვერ ისწავლა, თუ რა მოსდევს ყოველ ამგვარ „გმირობას“ – სროლა და გათამაშებული სიკვდილი.

ხურდა ფულს, რომელიც ბიჭებმა არ დაინანეს და მასში ჩაახრჩვეს კიდეც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, იმ ვიტრინის წინ გაუდიოდა წკრიალი, სადაც ილუსტრაცია „ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა“ იყო გაკრული. ოთხი ტელეეკრანიდან ერთ-ერთზე ზვიად გამსახურდია მოგვმართავდა. დამდგმელი რეჟისორი და მსახიობები ოსტატურად იყენებენ ამ დეკორეციებს და იმ მოძრავ ვიტრინებს, სადაც სიკვდილის სცენები თამაშდება.

  სპექტაკლის მესამე და მეოთხე ეპიზოდიც „გმირობაა“, ოთხი მეგობრის თავგადაკლული შრომის შედეგად მიღწეული. „ყოველგვარი მცდელობა, პიროვნებას თავს მოვახვიოთ კანონები, ამით მას მექანიკურ თოჯინად ვაქცევთ“ – კითხულობს ალექსი ნაწყვეტს წიგნიდან „მექანიკური ფორთოხალი“ და ეს ფრაზა სპექტაკლის, რეჟისორის და მსახიობების მთავარი სათქმელი ხდება. ბიჭების„ექსპერიმენტი“ კი გრძელდება და არავინ არ ისჯება, არავინ არავის სთხოვს პასუხს. იქმნება ილუზია, ნუთუასეთი ბოროტება დაუგმობელი შეიძლება იყოს? ნუთუ ბოროტება, რომელიც ბიჭებმა ჩაიდინეს, დაუსჯელი დარჩება? მაგრამ სწორედ ამ დროს შემოდის სცენაზე თეთრხალათიანი, სათავლეებიანი ქალი, რომელიც ჩაუვლის ოთხეულს და ისე, სასხვათაშორისოდ გადახედავს მათ. აქ კი მაყურებელი ხედავს, თუ როგორ ამოწმებს ქალი იმას, მიმდინარეობს თუ არა „ექსპერიმენტი“ სწორად.

  დრო გადის. ლიდერები იცვლება, ჯგუფში კონფლიქტი მწვავდება, ლურჯ-ცისფერი ფერები ისევ დამალობანას ეთამაშება მაყურებელს და სპექტაკლის მეორე ნაწილიც იწყება. ისევ ექსპერიმენტი – გამოსასწორებელი ოპერაცია, ტვინის გაწმენდა, ალექსის შემაძრწუნებელი ყვირილი – „ნუთუ რაც მიყვარს, ყველაფერი უნდა შემაზიზღოთ?“. ამ ფრაზით გვგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფონზე ალექსისთვის ახალი ერა დაიწყო. სინამდვილეში კი ეს მუსიკამასზე დაკისრებულ მისიას ახსენებს მას. მისიას, რომლის მიხედვითაც ის დღესაც დადის ქუჩებში და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მუსიკა მხოლოდ ხსნა არაა, ის იმ დასარულის დასაწყისია, რომელიც ავთო ვარსიმაშვილმა ოთხი წლის წინ შემოგვთავაზა. „მე მაქვს  განცდა,  რომ გასული  საუკუნის 90–იან წლებში ჩვენს ქალაქში ვიღაცეებმა, სრულიად შეგნებულად და გეგმაზომიერად, სახიფათო ექსპერიმენტი ჩაატარეს და გამოიყვანეს ადამიანის სრულიად ახალი ტიპი, ამის  გამო ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს, 2012 წელს,  არ  მოგვწონს ჩვენს  ქვეყანაში, სწორედ იმ გამოყვანილი ადამიანების გამო  ხდება“ – მოგვმართავს რეჟისორი და გვიტოვებს ინტრიგას, ინტრიგას, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

  სცენას ისევ უხეში მტვერი ასდის. ვიტრინებიდან გაცრეცილი ილუსტრაციები ჩვენს დიად წარსულს ტკივილამდე გვანატრებს. ოთხი მეგობარი მანეკენად ქცეულა და ბნელი ქუჩიდან ახალ, სისხლიან თავგადასავალს გვთავაზობს. მომავალი დღეები ისევ ექსპერიმენტია, ქართულად თავისუფალი ექსპერიმენტი, რომელიც ალექსს ამ სიტყვების წარმოთქმას აიძულებს: “ოთხნი ვიყავით, ჯორჯი ბიჭი, ბნელო, კოსტა და მე, ალექსი .“

სპეკტაკლის რეცენზია

ავტორი: მარიამ გვარამია

I Don’t Belong Anywhere

„არაფერი მესმოდა კინოზე და მხოლოდ „სენტროპეს ჟანდარმი“- ს ჟანრის ფილმები მქონდა ნანახი და ვფიქრობდი, რომ კინო მხოლოდ მაყურებლის გასართობად იყო. არც კი ვთვლიდი, რომ ის ხელოვნების გამოხატვის საშუალება იყო. „შეშლილ პიეროზეც“ როგორც ერთ ჩვეულებრივ ფილმზე, ისე წავედი, არც კი ვიცოდი ვინ იყო გოდარი, სათაური მომეწონა და ბილეთი იმიტომ შევიძინე  და პირველად ჩემს სიცოცხლეში ვნახე, რომ კინო ხელოვნება ყოფილა. დარბაზიდან გამოსვლისას, გადავწყვიტე გადამეღო ფილმები“ 

(შანტალ აკერმანი, 1950-2015 წწ)

***

დაღლილი და უძინარი ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და ნუცუბიძის პლატოსკენ მიმავალ, ერთადერთ ავტობუსს მორჩილად ველოდებოდი. რა თქმა უნდა, გვერდზე გადახრილი და მგზავრებით სავსე 88 დაგვიანებით მოვიდა და მეც დაგვიანებით დავიკავე ადგილი ვიღაცის იღლიის ქვემოთ. აგატა კრისტი თავის დეტექტივებს ჭურჭლის რეცხვის დროს ქმნიდა, არა, ნამდვილად მძიმე საქმიანობაა, განსაკუთრებით სტუმრების გასტუმრების შემდეგ, მაგრამ ერთი საათი საცობში დგომასა და ჰაერის უკმარისობას ვერც შეედრება. ამიტომაც, 88 ნომერი ავტობუსი ჩემი შთაგონების წყაროა, დეტექტივი არა, მაგრამ მოთხრობა ბევრი დამიწერია. არც ეს საღამო იყო გამონაკლისი, უბრალოდ, ამჯერად არა მოთხრობაზე, არამედ დასაწერ პროფაილზე ვფიქრობდი, როცაფანჯარასთან მჯდომი ქერათმიანი ქალი შევნიშნე. იმდენ ხანს ვუყურებდი დაჟინებით, რომ ბოლოს ამომხედა. ცისფერი თვალები, მოკლე ქერა თმა, გრძელი, ვიწრო ტუჩები, უსწორმასწორო კბილები და ჭორფლები, ოდნავ დაყრილი ცხვირზე და ლოყებზე. ამ სახემ რამდენიმე კვირის წინ ნანახი დოკუმენტური ფილმი მომაგონა, ფილმმა ცნობილი ბელგიელი რეჟისორი, რეჟისორმა კი ისევ ეს ქალი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა აკერმანს, შანტალ აკერმანს.

როცა ავტობუსიდან ჩავდიოდი, უკვე ნამდვილად ვიცოდი, თუ ვისზე უნდა დამეწერა პროფაილი. ქალზე, რომლის ადგილი სამყაროში არ იყო.

***

„ვფიქრობ, რომ სიტყვა „კარიერა“ შეუსაბამოა ჩემს ცხოვრებასთან, რადგან როცა გაქვს კარიერა, გაქვს გეგმა. მე კი ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მომწონდა და მაინტერესებდა, თუმცა როცა გადავედი ნიუ-იორკში, ვიგრძენი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“

შანტალ აკერმანი

შანტალ აკერმანი 1950 წლის 6 ივნისს, ბრიუსელში დაიბადა. შანტალის დედა, ნატალი, ოსვენციმის ბანაკს გადარჩენილი პოლონელი ქალი იყო, რომელმაც, პოლონეთიდან გამოქცევის შემდეგ, თავი ბელგიას შეაფარა. მოზარდობის პერიოდში, შანტალი და დედამისი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. შანტალი იხსენებდა, რომ დედამ პირობა ჩამოართვა, თუ მას სურდა კარიერა, უარი უნდა ეთქვა, ახალგაზრდა დაქორწინებულიყო. ასეც მოიქცა, აკერმანი არასდროს დაქორწინებულა და მთელი თავისი ცხოვრება ფილმებს მიუძღვნა.

რეჟისორი 15 წლის იყო, როცა ჟან-ლუკ გოდარის ფილმის „შეშლილი პიერო“ ჩვენებას დაესწრო. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მასში ადამიანი, რომელიც მზად იყო, ახალი სიტყვა ეთქვა მსოფლიო კინემატოგრაფიაში. პირველი ფილმი 18 წლისამ გადაიღო. „ჩემი ქალაქის აფეთქება“ – ასე ერქვა ფილმს, რომელიც 1971 წელს ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე აჩვენეს. იმავე წელს, აკერმანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც 1972 წლამდე დარჩა.

შტატების ყოფნის დროს აკერმანმა რამდენიმე ფილმი გადაიღო. ბელგიელი რეჟისორის განსაკუთრებულობა, გამორჩეულობა და ექსტრავაგანტულობა მისი კარიერის დასაწყისში შექმნილ ფილმებში განსაკუთრებით აისახა. მარიანა ლამბერტის დოკუმენტურ ფილმში შანტალ აკერმანის შესახებ, რეჟისორი ხუმრობით გვიყვება, თუ როგორ იშოვა ფული პირველი ფილმების გადასაღებად. „ნიუ-იორკში ჩავედი, უზარმაზარი ბარგით ხელში და არ ვიცოდი, რა მექნა. საბედნიეროდ, სამსახური ვიშოვემოლარედ, გეი პორნო კინოთეატრში. და რას ვაკეთებდი? ბილეთს შუაზე ვხევდი და ნახევარს ერთ ადამიანს ვაძლევდი, მეორე ნახევარს – მეორეს. ბილეთები ხელიდან მეცლებოდა, ჯიბეები კი ფულით მევსებოდა და ასე, ამ ფულით შეიქმნა „ოთახი“ და „სასტუმრო მონტერეი“ (1972წ).

1973 წელს აკერმანი ბელგიაში დაბრუნდა. 1975 წელს კი ის თავის რეჟისორულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ფილმს ქმნის. “ჟან დილმანი, კომერციის სანაპირო 23, ბრიუსელი 1080” – ასე ერქვა ფილმს, რომელმაც რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ფილმის ჩვენება პირველად ბერლინის საერთშორისო ფორუმზე შედგა (ულრიხ გრეგორის დაარსებულ კინო ფესტივალზე). ფილმი დღესაც ყველა დროის ყველაზე ძლიერ ფემინისტურ ფილმად მიიჩნევა, „ნიუ-იორკ თაიმსმა“ კი ფილმს ფემინისტური კინოს პირველი შედევრი უწოდა. “ჟან დილმანი, კომერციის სანაპირო 23, ბრიუსელი 1080”  შუა ხნის ქვრივის, ჟანის ყოველდღიურ პრობლემებზე მოგვითხრობს. ის ახალგაზრდა შვილთან ერთად ბრიუსელის პატარა ბინაში ცხოვრობს და თავს პროსტიტუციით ირჩენს. ფილმის ნახვისას მაყურებელი დროის შეგრძნებას კარგავს, ახლანდელი ყოფა და წარსულის ელემენტები ერთმანეთში ირევა. ჟანას ცხოვრება რეალურ დროშია ნაჩვენები. აკერმანი ამბობდა, რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება, ეგრძნო მაყურებელს მთლიანი ფილმი და ჟანას ცხოვრების ტრაგიკულობა. „გრძელი სტატიკური კადრები უზრუნველყოფს მაყურებელს, ყოველთვის იცოდეს, სად ვარ მე“.

1974 წლიდან შანტალი უკვე აქტიურად იღებს ფილმებს. ბრიუსელიდან ნიუ-იორკამდე, პარიზიდან თელავივამდე, აზიასა თუ აღმოსავლეთ ევროპაში, ექსპერიმენტული ფილმების დიდი ტალღა წამოვიდა. შანტალ აკერმანის სახელი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, როგორც ნოვატორი, კინო-რადიკალი და ფემინური ფილმების პირველი პიონერი. „ევროპის ექსპერიმენტული შუქურა“ – ასე უწოდებდნენ მას, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ისეთ რეჟისორებზე, როგორებიც არიან: გას ვან სანტი, ტოდ ჰეინსი და მიკაელ ჰანეკე.

შანტალთან მუშაობა არ იყო მარტივი. ფრანგი მსახიობი ავრორე კლემენტი შანტალს იხსენებს, როგორც ენერგიულ და ქარიზმატულ ქალს, რომელმაც ფილმზე „ ანას შეხვედრები (1978წ) მსახიობი თავდაპირველად დაიწუნა. „პირველად რომ შევხვდი, მან მითხრა, შენ ჩემი ფილმისთვის არ გამოდგები, ზედმეტად ლამაზი ხარ. ვერაფერი ვუთხარი. გავიდა დრო და პარიზში ისევ შევხვდით ერთმანეთს და ის მოვიდა და თქვა: შენ სწორედ ის ხარ, ვინც მინდა, ერთად ვიმუშავოთ. მეც ვუპასუხე, ვიმუშავოთ“.

ავრორე კლემენტის გარდა შანტალთან მუშაობდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან ჟულიეტ ბინოში, უილიამ ჰერთი, ან ვაზემსკი, ლუ კასტელი, ფილიპ გარელი და სხვები.

რეჟისორი სამპლუა შიშანტალაკერმანს 40-ზე მეტი ფილმია ქვსგადაღებული, არის მრავალი კინოფესტივალის გამარჯვებული, იყო ბერლინის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი.

მან სრულიად შეცვალა ქალის პორტრეტი დიდ ეკრანზე, რევოლუცია მოახდინა და დაამკვიდრა მონტაჟისა და გადაღების სრულებით განსხვავებული მანერა, მაგიური, ხანგრძლივი ხედები და არასტანდარტული კადრს მიღმატექსტები.

შანტალ აკერმანმა ბოლო ფილმი 2015 წელს გადაიღო. “No Home Movie” დოკუმენტური ფილმია, რომელიცრეჟისორმა დედის განვლილ ცხოვრებას მიუძღვნა, ოსვენციმის ბანაკიდან 2014 წლამდე.

შანტალ აკერმანი 2015 წლის 5 ოქტომბერს, პარიზში გარდაიცვალა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

***

„რომ ვფიქრობდე, თუ რატომ ვაკეთებ მე ამას, ნამდვილად ვერ გავბედავდი ამის გაკეთებას.“

შანტალ აკერმანი.

წარმოიდგინეთ, ქალი მოკლე ქერა თმებით და ჭორფლებით, სულ ოდნავ დაწინწკლული ცხვირთან და თვალის უპეებთან. წარმოიდგინეთ? სწორედ ასეთი ქალი იყო შანტალ აკერმანი. თხელი, გამხდარი და ბელგიელებისთვის დამახასიათებელი ფრანგული აქცენტით მოსაუბრე. მიყვარს, როცა ფრანგულ ენაზე მოსაუბრე ხალხს ვუსმენ, შანტალიც, ალბათ, ამიტომ შემიყვარდა. ის ხომ განსაკუთრებული და თვალსაჩინო მაგალითია იმ ყველაფრის, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდა, მაგრამ ვერ ვაკეთებთ. ბელგიაში დაბადებული გოგონას ისტორია, რომელმაც კინოში გადატრიალება მოახდინა, ცოტა არ იყო, მოსაწყენი მეჩვენა მანამ, სანამ მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ვნახავდი. „ჩემი ადგილი არსად არაა“ ასე ჰქვია ფილმს, სადაც მე სხვანაირი შანტალი დავინახე. დიდი და ძლიერი რეჟისორები ბევრი ჰყოლია მსოფლიოს, მაგრამ შანტალისნაირი გულწრფელი – ნაკლებად. მისი თითოეული ფილმი ცხოვრებაა, იუმორით სავსე, კომედიური, სევდიანი და უსამართლო ცხოვრება, რომლის ასე აშკარად დანახვასაც ცდილობს ის ჩვენთვის. ფილმები მისთვის გამოხატვის საშუალებაა, ამიტომაც იცავს სცენარის, სცენის, მონტაჟის თითოეულ ნაწილს ასე გააფთრებით. შანტალის საყვარელი რეჟისორი ჰიჩკოკი იყო, რომელზეც ის ამბობდა, რომ ალფერდი ზღუდავდა მაყურებელს, არ აძლევდა თავისუფლებას, ბოლომდე შეეგრძნო მაყურებელს ფილმი. რასაც წერს და როგორც წერს, მხოლოდ ეს უნდა ითამაშოს მსახიობმა, სხვა დანარჩენი გამორიცხულია, რადგან მაშინ ეს აღარ იქნება შანტალ აკერმანის კინო. ის იღებს ფილმებს, რათა იგრძნოს მაყურებელმა თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს მისი ბედი. „ფილმი არ უნდა გაიგო, არამედ იგრძნო“.

შანტალი ფილმებს ქმნიდა სულისა და გონების ერთმანეთთან შერწყმით. მისი ფილმების ყურებისას არ იღლები, არ გწყინდება, ეს არაა ამერიკული ბლოკბასტერი და არც ფრანგული მელოდრამა. ეს სულ სხვაა, რომლის მხოლოდ ფიზიკური აღქმა საკმარისი არაა. ფილმების შინაარსს, შეიძლება, მოჰყვე, მაგრამ ფილმს ვერ მოჰყვები.

თუ ერთხელ მაინც შეხედავ შანტალ აკერმანს, მიხვდები, ეს ქალი როგორ ფილმებს იღებს. მისი ცხოვრებაც ერთი დიდი კინოა, რომლის სცენარიც თვითონ დაწერა. ისე იცხოვრა, როგორც უნდოდა და როგორც მოსწონდა. რამდენიც უნდოდა.

მსოფლიოსთვის შანტალი ყოველთვის იქნება ბელგიელი სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი ქალი, რომელმაც შექმნა ახალი კინო, ჩემთვის კი ცისფერ პერანგში და ნაცრისფერ შარვალში გამოწყობილი ქალი, მეტყველი, ცისფერი თვალებით, რომლის ადგილი არსად არ იყო.

ავტორი: მარიამ გვარამია

შვეიცარიამ ყოველთვის იცის, რომელი საათია

ქვეყნები და ერები წლების მანძილზე ფორმირდებოდა. ფორმირდება დღესაც. იცვლის საზღვრებს, იცვლის მახასიათებლებს. უცვლელი რჩება ტრადიციები, ჩვევები. ხშირად, უცვლელი რჩება ის კონკრეტული მახასიათებლები, რითაც ერთი დანარჩენებისგან გამოირჩევა. შვეიცარიელებმა ყოველთვის იციან საათების, წუთებისა და წამების ფასი. შვეიცარიამ ყოველთვის იცის, რომელი საათია.

ზემოხსენებულ კონფედერაცია ევროპის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ალპების მთებში. ეს არის ქვეყანა, რომელშიც, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, სტერეოტიპები არ არსებობს. ის  წმინდაა, ფაქიზი, წვრილმანებში ზუსტი, სწორი და მობილიზებული.

შვეიცარიის წესრიგსა და სიცოცხლის წყურვილს მიუჩვეველ ადამიანებში პირველ ემოციებს მის მიმართ მოკრძალებული შიშის განცდა და, უპირველესად, მაინც რელიეფი და ალპების ბუნებრივი გავლენა იწვევს – ტბა, ჩანჩქერი, მინდორი, მთა, მეურნეობა და სხვა არ არის უბრალო ტბა, ჩანჩქერი, მინდორი, მთა და მეურნეობა. შვეიცარიის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად იმისა, მდიდარია ის თუ არა, აუცილებლად დგას კანონზე დაბლა. აქ კანონი არეგულირებს ყოველი მაცხოვრებლის ყოველ მოქალაქეობრივ ნაბიჯს. კონფედერაციის მიზანი ყოველთვის არის სისუფთავე და წესრიგი. სწორედ ამიტომ არის შვეიცარია მსოფლიოს ყველაზე ეკოლოგიური ქვეყანა, სხვა ყველაფერთან ერთად, 1972 წლიდან აქ მინის მიღებისა და გადამუშავების პროცესი დაიწყო. შვეიცარიელის შემოსავლის სიდიდეს მნიშვნელობა არც ამ შემთხვევაში აქვს – კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

შვეიცარიაში საპირფარეშოებიც კი გაოცებას იწვევს, აქ ისინიც კი დახვეწილი და გემოვნებიანია მაშინ, როცა, ბევრ ქვეყანაში, საფირფარეშოებთან დაკავშირებული საკითხები უსიამოვნოა. როცა, ჩვეულებრივ, ადამიანები ქუჩებში წყლის დალევას ერიდებიან, ხსენებულ კონფედერაციაში ეს საკითხიც საიმედოობის მაღალ დონეზეა.

შვეიცარიაში ცხოვრება სიძლიერესთან და საიმედოობასთან ასოცირდება. თუ შვეიცარიელი შეხვედრას 15:00 სთ-ზე გინიშნავს ეს ნიშნავს, რომ შეგხვდება 15:00 სთ-ზე და არა 15:05 სთ-ზე. თუმცა, ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ეს წესრიგი დისკომპფორტის გამომწვევიც კი შეიძლება იყოს ამ წესრიგს მიუჩვეველი ტურისტებისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი რამ გარდაუვლად აშკარაა – შვეიცარიელები პატივს სცემენ ერთმანეთის დროს, ერთმანეთის წუთებსა და წამებს, ანუ – აფასებენ ერთმანეთს. ეს უფრო მეტად კომფორტული და სასიამოვნოა, ვიდრე – შემაწუხებელი რეალობა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შვეიცარიას მსოფლიოს მესაათედაც მოიხსენიებენ. აქ დროულად ფუნქციონირებს ყველაფერი – დაწყებული ადამიანების აზროვნებით, დამთავრებული – ტრანსპორტის მოძრაობით.

შვეიცარიელ ადამიანს შეუძლია, დროსა და მის გამოყენებაზე ადამიანებს წარმოდგენა შეუცვალოს. დროსთან დაკავშირებული სიზუსტე მათთვის მოლოდინთან ასოცირდება, მოლოდინის იმედგაცრუება კი შვეიცარიელში სიბრაზესა და გულგრილობას იწვევსო, ამბობს BBC-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი და უნდა აღვნიშნოთ, რომ რეალობას არ ცდება. მოლოდინი და დრო ერთმანეთთანაა დაკავშირებული და, გამომდინარე იქედან, რომ ეს ფაქტი მოქალაქეობრივ დონეზე ქმნის წესრგის, ბუნებრივია, ქვეყნის წესრიგსაც განაპირობებს. ამიტომაა შვეიცარია ეკოლოგიური და ადამიანური წესრიგის ეტალონი.

გარდა შვეიცარიელებისა და შვეიცარიული წესრიგისა, რატომ უნდა მოვინახულოთ შვეიცარია?

  1. ქ.ბერნი – ფედერალური მნიშვნელობის ქალაქეი შვეიცარიაში.
  2. ქ.ჟენევა- ქ. ბერნისთან ერთად, ის ყველაზე  ძვირადღირებული ქალაქების ტოპათეულში შესული.
  3. ქ. ციურიხი – ქვეყნის ბიზნეს ცენტრი.

4. მატერჰორნი – შვეიცარიისა და იტალისს საზღვარზე მდებარე გიგანტური პირანიდის ფორმისმქონე მწვერვალი.

5. ბოდენის ტბა – ტბა მდ.რაინზე

ავტორი: მარიამ ტიელიძე